გიორგი გაბუნია: სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს

სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს. მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადო სასჯელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა რაც არ უნდა წეროს და იკითხოს, არავის აინტერესებს.

„ჩვენ კარგად ვიცით, სააკაშვილი რას წარმოადგენს. ეს ადამიანი, რომელმაც მისი მმართველობის პერიოდში ათასობით დანაშაული ჩაიდინა, პირადად ის და მისი რეჟიმი, რომელიც არის დეკლარირებულად კრიმინალური და დანაშაულებრივი, დღეს მორალური პედასტალიდან რაღაცებს გვესაუბრება. ეს არის კატეგორიულად აღმაშფოთებელი. მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები, რაზედაც არის მსჯავრდებული და მისი რეჟიმი, რომელმაც მათ შორის 7 ნოემბრით დეკლარირებულად დაიდგა ბოროტების გვირგვინი, როგორც მმართველმა. ეს უნდა იყოს მაგალითი აბსოლუტურად ყველა ხელისუფლებისთვის.

დღეს გვესაუბრება რაღაც დაყოფაზე, ერთიანობაზე და რაღაც მორალურ საკითხებზე. ჯერ კიდევ 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ სააკაშვილს და მის რეჟიმს გასცა პასუხი და ეს პასუხი იყო საბოლოო, რომ ის ვერასდროს დაბრუნდება საქართველოს ხელისუფლებაში. არასდროს დადგება საქართველოში დრო, რომ ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმი დაბრუნდეს ქვეყანაში.

მისი განცხადება არის გუშინდელი ახალი ბრალდების უუნარო პასუხი. მას მოუწევს ყველა იმ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, რომელიც ჩაიდინა, რომელიც, მათ შორის, დაადგინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. აბსოლუტურად ყველა ბრალდებაზე უნდა გასცეს პასუხი კანონის წინაშე.

სააკაშვილი თავისი ბუნებით და არსით არის მოძალადე, არა მარტო ქვეყნის, არამედ ქართველი ხალხის მიმართ. სააკაშვილმა რაც უნდა წეროს და იკითხოს, ვის აინტერესებს საერთოდ. მისი ერთადერთი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ის, რომ უპასუხოს ქართულ მართლმსაჯულებას და პასუხი აგოს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩაიდინა.

ყველაზე საოცარი არის ის, რომ ამდენი წელი გავიდა და ერთი სინანული არ ყოფილა მის მიერ ჩადენილ ამ ათასობით დანაშაულებრივ ქმედებაზე. არ უთქვამს ბოდიში, მაპატიეთ, შემეშალა. მუდმივად ახდენს საკუთარი მავნე იდეების გენერირებას საზოგადოებაში, რომელსაც უკვე მხარდაჭერა არ აქვს. სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს. მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762510037

საზოგადოება

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილი...

ეროვნული ბანკი

1762505763

საზოგადოება

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სულეიმან სოილუს შეხ...

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია

1762505375

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე უარის თქმაა

პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე უარის თქმაა. მხოლოდ სიმართლის დაბრუნებით შეძლებს ბრიუსელი, რომ კვლავ იქცეს ი...

შალვა პაპუაშვილი

1762504333

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პ...

პროკურატურა

1762504282

ახალი ამბები

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაც...

პროკურატურა