შალვა პაპუაშვილი: პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე უარის თქმაა
პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე უარის თქმაა. მხოლოდ სიმართლის დაბრუნებით შეძლებს ბრიუსელი, რომ კვლავ იქცეს იმ ევროპად, რომელიც ოდესღაც თავისუფლებისა და სამართლიანობის სინონიმად მიიჩნეოდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელმა ევროპულ ღირებულებებზე უარი მაშინ თქვა, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა.
„ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო:
▪️საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“,
▪️საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა, და რომ ჯამი ჭურჭელია. ნარატივი ვერ ცვლის რეალობას. სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება.
ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - თავისუფლება, სამართლიანობა და პატიოსანი დიალოგი. უზნეო მეთოდებით ზნეობრივი მიზნების მიღწევის მცდელობა, ადრე თუ გვიან, ყველაზე ღირებულ განზრახვასაც კი აზიანებს.
ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე უარის თქმაა. მხოლოდ სიმართლის დაბრუნებით შეძლებს ბრიუსელი, რომ კვლავ იქცეს იმ ევროპად, რომელიც ოდესღაც თავისუფლებისა და სამართლიანობის სინონიმად მიიჩნეოდა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1762510037
საზოგადოებასაქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილი...
1762507503
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს. მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადო სასჯელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯ...
1762505763
საზოგადოებათავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სულეიმან სოილუს შეხ...
1762504333
საზოგადოებაპროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პ...
1762504282
ახალი ამბებიპროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაც...

























