პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად მოქალაქეებს სწრაფი მოგების მიღების დაპირებით სხვადასხვა სახის აქციების ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ. შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის ბრალდებულის ანგარიშზე, სხვადასხვა ოდენობის თანხებს რიცხავდნენ.

„დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ბრალდებული ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, 42 პირის კუთვნილ, ჯამში 337 337 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ბრალდებულმა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა, აღნიშნული თანხა მათი რეალური წარმომავლობის დაფარვის მიზნით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს და კრიპტოვალუტაში კონვერტაცია განახორციელეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

საქართველოს პროკურატურა, მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779376245

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება

„იზრდება როგორც საქართველოს დერეფნის ფუნქციური დატვირთვა, ისე ქვეყნის როლი რეგიონულ ლოგისტიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა საქართველოს სა...

თამარ იოსელიანი

1779374947

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: 26 მაისს „ნაცმოძრაობას“ ხმა არ აქვს ამოსაღები, გაგახსენებთ, რა მოაწყვეს ამ დღეს - რუსთაველის გამზირზე სისხლის ტბორები დააყენეს

„26 მაისს „ნაცმოძრაობას“ ხმა არ აქვს ამოსაღები. გაგახსენებთ, რა მოაწყვეს ამ დღეს - რუსთაველის გამზირზე სისხლის ტბორები დააყენეს“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათ...

დავით მათიკაშვილი

1779373199

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

22 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ასლანიდისა და აფაქიძის ქუჩებზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1779372728

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო თავის ადგილზეა, ყველა სამართალდარღვევას პასუხი გაეცემა, საზოგადოება 26 მაისს ისე იზეიმებს, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება

რადიკალების მთავარი მიზანია, უცხოეთს დაანახონ, რომ პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ ცოცხალი არიან და რაღაცის გაკეთების უნარი აქვთ. ამ მიზნის რეალიზებას ადამიანთა მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ მმართვე...

დავით მათიკაშვილმა.

1779371389

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე - ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის ს...

გიორგი ჯინჭარაძე