გურჯაანში ბოლო ზარის კოლონაში მყოფი მანქანა ტრაილერს შეეჯახა - დაშავებულია 5 პირი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ავარია იმ დროს მოხდა, როცა ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ახაშნის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 5 დაშავებულიდან, არცერთი მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე არ არის. არსებული ინფორმაციით, ოთხმა ახალგაზრდამ ახაშნის სკოლა გასულ წლებში დაამთავრა, ერთი კი მე-10 კლასის მოსწავლეა. ისინი „ბოლო ზარის“ ავტომობილებს მიჰყვებოდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
1779373199
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
22 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ასლანიდისა და აფაქიძის ქუჩებზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები...
1779372728
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სახელმწიფო თავის ადგილზეა, ყველა სამართალდარღვევას პასუხი გაეცემა, საზოგადოება 26 მაისს ისე იზეიმებს, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება
რადიკალების მთავარი მიზანია, უცხოეთს დაანახონ, რომ პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ ცოცხალი არიან და რაღაცის გაკეთების უნარი აქვთ. ამ მიზნის რეალიზებას ადამიანთა მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ მმართვე...
1779371389
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე - ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის ს...
1779370232
ახალი ამბებიმართვის მოწმობის აღება მარტივდება - ცვლილებები პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი მარტივდება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა. შს მინისტრის ბრძანებით, არსებულ წესში...
1779368929
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...































