თამარ იოსელიანი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება

„იზრდება როგორც საქართველოს დერეფნის ფუნქციური დატვირთვა, ისე ქვეყნის როლი რეგიონულ ლოგისტიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გატარებული ტვირთების სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება.

„იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 6 მილიონ ტონას მიუახლოვდა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 21%-იან მატებას ნიშნავს. აქვე ხაზს გავუსვამდი კონტეინერების გადამუშავების მოცულობასაც — ამ პერიოდში ჩვენს ნავსადგურებში დაახლოებით 260 000 TEU გადამუშავდა, რაც თითქმის 8%-იანი ზრდაა. მატება ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითად სეგმენტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია როგორც საბორნე, ისე გენერალური, კონტეინერიზებული და ნაყარი ტვირთები“, — აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თამარ იოსელიანი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო გადაზიდვებში გადამწყვეტ მნიშვნელობას სიჩქარე, პროგნოზირებადობა და საიმედოობა იძენს, საქართველო სწორედ ამ მიმართულებით იმყარებს პოზიციებს.

„საქართველო ევროპასა და აზიას შორის ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას მრავალმოდალური ინფრასტრუქტურით, მოქნილი ლოგისტიკური შესაძლებლობებითა და მზარდი დაკავშირებადობით უზრუნველყოფს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სწორედ ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლითაც ქვეყანა ძლიერდება და იმყარებს თავის ფუნქციას, როგორც საიმედო, ისე ეფექტიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779372728

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო თავის ადგილზეა, ყველა სამართალდარღვევას პასუხი გაეცემა, საზოგადოება 26 მაისს ისე იზეიმებს, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება

რადიკალების მთავარი მიზანია, უცხოეთს დაანახონ, რომ პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ ცოცხალი არიან და რაღაცის გაკეთების უნარი აქვთ. ამ მიზნის რეალიზებას ადამიანთა მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ მმართვე...

დავით მათიკაშვილმა.

1779371389

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე - ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის ს...

გიორგი ჯინჭარაძე

1779370232

ახალი ამბები

მართვის მოწმობის აღება მარტივდება - ცვლილებები პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი მარტივდება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა. შს მინისტრის ბრძანებით, არსებულ წესში...

ზოგადი

1779368929

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1779368091

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. პროკურორებმა შეხვედრა თბილისის N115 N176, N 51 და N215 საჯარო სკოლების მოსწავლ...

პროკურატურა