ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა, ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციური ალიანსის გეგმას, ჩაატარონ აქცია 26 მაისს. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალსახად უცხოეთიდან მიღებული დავალებაა და ოპოზიციის მიზანია, მოაჩვენოს „პატრონებს“, რომ ჯერ კიდევ აქვს საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის ძალა:
„ოპოზიციურ ალიანსს უნდა იმის დემონსტრირება, რომ პატრონებს უღირთ მათზე ფსონის დადება და მატერიალური თუ ტექნიკური რესურსებით მათი უზრუნველყოფა“, - განაცხადა ქადაგიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ 26 მაისი არაა შემთხვევით შერჩეული თარიღი - ოპოზიცია საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანას ცდილობს. ქადაგიძის სიტყვებით, ეს რადიკალების ის კასტაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას არაერთი აქცია დაარბია და ადამიანები დახოცა.
„ოპოზიციურ ალიანსს 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე არ გაუჭირდება ფსევდოღირებულებებზე საუბარი, თუმცა რეალურად ასრულებენ უცხოელი პატრონების დაკვეთას. ალიანსის წევრები ბოლო პერიოდში საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ ევროპის დედაქალაქებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ დადიოდნენ კარდაკარ და არ ესაუბრებოდნენ საქართველოს მოქალაქეებსა და ამომრჩეველს. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ესაა ძალის დემონსტრირება უცხოელი პატრონებისთვის - რომ მათ კიდევ აქვთ მოსახლეობაზე რაიმე გავლენის მოხდენის რესურსი. არ აქვს მნიშვნელობა 26 მაისი იქნება თუ 4 ოქტომბერი, საბოლოო შედეგზე გასვლა უნდათ ისე, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ. ამას 26 მაისსაც ვერ შეძლებენ, მაგრამ ოპოზიციურ ალიანსს უნდა იმის დემონსტრირება, რომ პატრონებს უღირთ მათზე ფსონის დადება და მატერიალური თუ ტექნიკური რესურსებით მათი უზრუნველყოფა.
ერთია ტექნიკური ნაწილი და მეორე მორალური. ნიკა გვარამია ბედავს და 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგად აცხადებს ამ დღეს. ყველა, ვინც კი მონაწილეობას იღებს ამ პროცესში, ღირებულებებისგან დაცლილია. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ასეთი თარიღების „გაფუჭებას“.
ხელს არაფერი შეუშლით, რომ შეიკრიბონ 7 ნოემბერს, 15 ივნისს, 26 მაისს. ეს ადამიანები დღემდე ამართლებენ საკუთარ დანაშაულებს. წარმოიდგინეთ პარადოქსი: მათი სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაიღუპნენ ადამიანები აქციებზე, მაგრამ ისიც კი არ იკადრეს, რომ პოლიციელის გადაცდომად ან კონკრეტული პერსონის დანაშაულად ეღიარებინათ მომხდარი და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა სახელმწიფოს. ამის ნაცვლად, გვამები გადამალეს და ოქმებში ჩაწერეს, რომ ზოგი დენმა იმსხვერპლა, ზოგს კი გული გაუჩერდა სირბილის დროს.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელს მოაწერენ. სამწუხაროდ, აგენტის ბედი თავიდანვე განწირულია ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. შესაბამისად, ნიკა გვარამია არც ხელისუფლებაში ყოფნისას და არც ახლა ოპოზიციიდან არ ემსახურება საკუთარ სახელმწიფოს. ის ემსახურება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს.
ამასთან, 26 მაისს შეკრების გადაწყვეტილებაში დევს ძალადობრივი ელემენტიც. რა მოხდება, თუ, პირობითად, ნიკა გვარამიას დაინახავს 26 მაისის აღსანიშნავად გარეთ გამოსული ქართველი და შეახსენებს თუნდაც 15 წლის წინანდელ 26 მაისს? ასე გაიზრდება დაძაბულობა და ზუსტად ამისთვის იყენებენ მსგავს თარიღებს რადიკალები. თუ ოპოზიციას მართლაც ჰყავს იმხელა ელექტორატი, რასაც ამტკიცებს, დამიჯერეთ, მათი ამომრჩევლები ქვეყნის პარალიზებას მოახდენდნენ და აღარც 26 მაისის, 7 ნოემბრის ან 9 აპრილის გამოყენება იქნებოდა საჭირო.
26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ტექნიკურად შემოგდებული თემაა, რათა ემოციურად იმოქმედონ საზოგადოებაზე. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1779372728
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სახელმწიფო თავის ადგილზეა, ყველა სამართალდარღვევას პასუხი გაეცემა, საზოგადოება 26 მაისს ისე იზეიმებს, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება
რადიკალების მთავარი მიზანია, უცხოეთს დაანახონ, რომ პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ ცოცხალი არიან და რაღაცის გაკეთების უნარი აქვთ. ამ მიზნის რეალიზებას ადამიანთა მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ მმართვე...
1779371389
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე - ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის ს...
1779370232
ახალი ამბებიმართვის მოწმობის აღება მარტივდება - ცვლილებები პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი მარტივდება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა. შს მინისტრის ბრძანებით, არსებულ წესში...
1779368929
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1779368091
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. პროკურორებმა შეხვედრა თბილისის N115 N176, N 51 და N215 საჯარო სკოლების მოსწავლ...































