თეა წულუკიანი მასზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ, არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სასამართლოში შევხვდებით!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ეხმიანება მისი მისამართით სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას მეორედ დაოჯახებასთან დაკავშირებით.
თეა წულუკიანი მიმართავს დეზინფორმაციის გამავრცელებელს თავისი პოსტით, რომელთა შორისაც ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია და აცხადებს, რომ ყველა იმ პირს, ვინც მეორე დღეა სიბინძურეს ავრცელებს მისი მისამართით, სასამართლოში შეხვდება.
„ქალბატონო ირინა მიუხედავად იმისა, რომ ნაფთალინის ცუდი სუნი აგდით, და არ უნდა გპასუხობდეთ, გაცნობებთ, რომ არავის არ გავყოლივარ ცოლად ციხეში გარე ძალების დავალებით, არამედ - გერგეტის სამებაში დავიწერე ჯვარი ნუგზარ კაკულიაზე, სადაც ორივე მხარე მოძღვრის წინაშე ჩვენივე ნებით დავდექით. ჯვრის ერთგულება კი ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ვერ მოვიშლი. სხვათა შორის, თავს თუ შეიარაღებული პირები დამესხნენ, თავს მანქანის „ბარდაჩოკში“ კი არ შევმალავ (sic), ნუგზარ კაკულიას გადავეფარები, იქნებ გადავარჩინო-მეთქი, ვიფიქრებ. კი ვიყავი სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ალბათ გამოგრჩათ, რომ „ბარდაჩოკში“ თავის შეყოფის საქმემ ჩემს ხელში გაიარა, სტრასბურგში. ამ ყველაფერს კოდუას ნანული (მეორედ ვუჩივლე და გამწარებულია) ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენი აყროლებული სინდისი კარგად გაიგებს - ჭკუა გაქვთ მისგან განსხვავებით. ვერც ის ქალი გაიგებს, ფილარმონია ქმრის ზურგს უკან ცოლი რომ მოიყვანა ამას წინათ და კომენტარებს წერს თქვენს სიბინძურეებზე. ის ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მუშაობდა კაცების კნუტად ვერა-ვაკის მაგისტრალზე და უკადრებელს იკადრებს, თუ დასჭირდა. ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ (მეორე ქმარი შეირთოო და არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას), სასამართლოში შევხვდებით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სიბინძურეები და სხვადასხვა უხამსობები წაშალოთ. ან არ წაშალოთ. ნანულ, ტვინი არ გაქვს და ჯიქანი მაინც მოიშველიე ხანდახან, სანამ მორიგ სიბინძურეს დაწერ“, - წერს თეა წულუკიანი
1756302971
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში
„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაი...
1756302534
მსოფლიოდონალდ ტრამპი: სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. „ჯორჯ სოროსს და მის...
1756300477
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1756298736
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი
„გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი“, - ამის შესახებ ფრაქცია...
1756295896
სპორტივილი სანიოლმა თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი...