პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ყალბი მინდობილობა დაამზადეს, რომლითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სანოტარო ბიუროში ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და საკუთრებაში დაირეგისტრირა დაზარალებულის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი 2 500 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივე მათგანს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783520479

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს, ისინი ავტორიტეტს კარგავენ, ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ი...

თენგიზ შარმანაშვილი

1783519665

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე: ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია

ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია, - განაცხადა გადაცემა...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1783518421

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომელსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს, არსი სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის

ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი გამოწვევები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახეთ იმ რეზოლუციით, რომელშიც კვლავ ჯო უილსონმა თავ...

შალვა პაპუაშვილი

1783517692

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე: დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობა, ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება

მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი და მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა. როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მსგავსი საერთაშორისო ფორუმების თვით დისკრედიტაციას მნიშვნელოვანია,...

შალვა პაპუაშვილ

1783517664

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი სხვა ქვეყნის პასპორტზე გაცვალა, საქმე გვაქვს ცირკთან და როგორც ვატყობ, ამ ცირკს თავადვე მოუღებენ ბოლოს

არ მგონია, საქართველოს სჭირდებოდეს უკრაინის მოქალაქის მხრიდან პოლიტიკურ ლანდშაფტში წესების დადგენა და პოლიტიკური ლანდშაფტის გადანაწილება. ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის და სრული პროფანაცია, საერთო ჯამში...

შალვა პაპუაშვილი