შალვა პაპუაშვილი: ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომელსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს, არსი სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის
ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი გამოწვევები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახეთ იმ რეზოლუციით, რომელშიც კვლავ ჯო უილსონმა თავისი სახე დაგვანახვა და თავისი თავი შეგვახსენა. ვნახეთ ერთი რამ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების კრიტიკაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ფაქტების ნაცვლად გვაქვს მანიპულაციები, არის ყალბი ნარატივების შეთხზვის მცდელობები საქართველოს წინააღმდეგ.
„ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომელსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს, არსი სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე სახეებია, იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ სხვა მსგავსი ფორმატები, ერთი და იგივე სახელი და გვარები და სახეები ტრიალებენ. ეს ადამიანები მოჩენილი არიან საქართველოსთვის, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა.
მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მე-19 საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელს ქვეყანას თავს დაესხნენ სხვადასხვა ინსტრუმენტებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...
1784019132
ახალი ამბებითბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა
ბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ დეზინფორმაც...































