შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი სხვა ქვეყნის პასპორტზე გაცვალა, საქმე გვაქვს ცირკთან და როგორც ვატყობ, ამ ცირკს თავადვე მოუღებენ ბოლოს
არ მგონია, საქართველოს სჭირდებოდეს უკრაინის მოქალაქის მხრიდან პოლიტიკურ ლანდშაფტში წესების დადგენა და პოლიტიკური ლანდშაფტის გადანაწილება. ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის და სრული პროფანაცია, საერთო ჯამში, რასაც ჰქვია სამშობლო და მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი - აღმასრულებელი მდივანი.
პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი სხვა ქვეყნის პასპორტზე გაცვალა და დღეს კიდევ საუბრობს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე.
„შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც ქართული ენა დაავიწყდა და უკრაინულად მელაპარაკეთო, სასამართლოში თარჯიმანს ითხოვდა. ამგვარ ცირკთან გვაქვს საქმე.
ამ ცირკს, როგორც ვატყობ, თავადვე მოუღებენ ბოლოს, თავად თუ არა - დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც არის სრულად დასაბუთებული. ეს ანტიკონსტიტუციური, ანტიქართული, ანტიეროვნული გაერთიანება უნდა დასრულდეს. სწორედ ეს არის მთავარი.
დაუშვებელია, საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული დაჯგუფება, რომელიც თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს და რომელმაც ერთადერთი რამ გააკეთა ქვეყანაში - შექმნა დიქტატურა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი გადააბარა ოკუპანტ ქვეყანას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...
1784019132
ახალი ამბებითბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა
ბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ დეზინფორმაც...































