ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორთან ჩია დერ ჯიუნთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ნათია თურნავას განცხადებით, სინგაპურის ცენტრალური ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.

„სინგაპურის ცენტრალური ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური სერვისების ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა. უკვე აქტიურად ვხედავთ სინგაპურული ორგანიზაციების დაინტერესებას საქართველოთი და გვინდა, მარეგულირებლებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და GFTN-ს შორის არსებულ თანამშრომლობასაც. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელობაზე, რომელიც სინგაპურულ მხარესთან პარტნიორობის ფარგლებში უკვე ორჯერ გაიმართა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბის, საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის საკითხები.

სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მცირე ზომის მიუხედავად, ორივე ქვეყანას ახასიათებს მაღალი მოქნილობა გადაწყვეტილებების მიღების ეფექტური პროცესში, რაც ინოვაციების სწრაფ დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მისი შეფასებით საქართველოში დინამიურად ვითარდება ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში მას რეგიონში მიმზიდველობის ცენტრად და მთავარ მოთამაშედ აყალიბებს.

„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ გააჟღერა ინიციატივა სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ. სინგაპურულმა მხარემ აღნიშნული წინადადების განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი კეჟერაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795074967

ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. მიხეილ სარჯველაძის გა...

მიხეილ სარჯველაძე

1795074601

ახალი ამბები

საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 57.2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 874.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,...

საქსტატი

1795072628

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, თამაზ ბორაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბ...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1795071258

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა

უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის...

დავით სონღულაშვილ

1795069751

ახალი ამბები

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი

თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გან...

სასწრაფო