ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა - ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს
ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხადის ხეობაში ხიდის თაღის ორი ნაწილი შეერთდა. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, სიმაღლე ხეობის ფსკერიდან კი - 166 მეტრი. ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
მომდევნო ეტაპზე თაღზე ბურჯები მოეწყობა, შემდეგ კი აშენდება მალის ნაშენი — კონსტრუქცია, რომელზეც გზა გაივლის.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლესლი ბეარმან ლამთან, ბანკის მისიის წევრებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება.
მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
1794894750
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურბერგის პროცესად“ მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას
„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას“, – ამის შესახებ საქართველოს...
1794893317
მსოფლიორუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - დაბომბეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდები
17 ნოემბერს, დილით რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალებისა და კიევის მეტროს ინფორმაციით, თავდასხმამ მეტროს ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადა...
1794892419
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამ თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სლოვენიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვის საკითხს თბილისში ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ სლოვენიის ხელის...
1794890451
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ნოემბერს საქართველოში
17 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1794862314
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან ურთიერთობას არ განვიხილავთ საპირწონედ რომელიმე სხვა საგარეო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებისთვის - ეს არაა საპირწონე ევროკავშირთან ან შტატებთან ურთიერთობისა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატების“ ეთერში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრობს. ირაკლი ქადაგიშვილი ა...






























