“რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა?!”- მიხეილ სააკაშვილი კვებასთან დაკავშირებულ კადრებს ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილმა, მის ციხეში კვებასთან დაკავშირებული კადრების ფაქტზე, განცხადება გააკეთა:
"რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა? - ზუსტად ის, რაც დაწერა სახალხო დამცველმა და არაერთხელ ვთქვი მეც, რომ მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად.
სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს.
ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ.
კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით - ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით. სწორედ ამგვარი განმარტება მივიღე ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ ვიღებ წამლებს.
კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში.
ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, შაბათ დილიდან უკვე არ ვიღებ აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა მქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. ახლა ჩემი მდგომარეობა ისედაც ყოველდღე უარესდებოდა და ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მოვლენები. მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს.
და მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი - მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან!"მიხეილ სააკაშვილი
1792406950
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში
„ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში“, - განაცხადა პარლამენტის კ...
1792406108
ახალი ამბებიდიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვე...
1792402224
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შესძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა, დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში
„სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ თურმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე საპრო...
1792401805
ახალი ამბები„რადიკალებს ხალხმა განაჩენი დიდი ხანია, გამოუტანა, დარჩენილია სამართლებრივი გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია
„მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადიკალური ძალა პროცესში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე იქნება და პროცესი ბოლოში გავა“, – ა...
1792400239
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს, ისევე რო...


































