პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი ვიდეომასალა გაასაჯაროვა (ვიდეო)

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს.

აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა"", - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 36-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს, ამის მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792500891

ახალი ამბები

ირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ....

ირაკლი გაბრიაძე

1792499950

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს

„მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მოთხო...

ლევან მაჭავარიანი

1792498805

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა, გამარგინალებული და განულებული არიან

„მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, - ამის შესა...

ლევან მაჭავარიანი

1792496894

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომი...

მარიამ ქვრივიშვილი:

1792495783

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა

ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...

ირაკლი კობახიძე