რატი იონათამიშვილი: ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება

„ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს“, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, მათი მთავარი ამოცანა საქართველოში სიტუაციის არევა, ეკონომიკის დანგრევა, ქვეყნის გაღატაკება და საბოლოოდ, საქართველოს ომში ჩათრევაა.

„გარედან მართულ ამ საშიშ პროცესებს აქვს კიდევ ერთი მიზანი - საზოგადოება დაზაფრონ, დააშინონ, მუდმივად ნეგატიური ამბებით დაამძიმონ ფონი, რათა შემდგომ მარტივად მოახდინონ მანიპულაცია ხალხზე.
ცხადია, ამ ყველაფერს გონიერი ქართველი ხალხი არ წამოეგება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გარედან მართული ფსევდო მედია დღეს სწორედ ამ დავალებას ასრულებს - ცალსახაა. ალბათ ბოლო პერიოდში ბევრჯერ გსმენიათ უცხოეთიდან დაფინანსებული მედიით, რომ თითქოს საქართველოში მუდმივას მკვლელობები ხდება და კრიმინოგენური სიტუაცია უკონტროლოა.
სინამდვილეში - ყველაფერი პირიქითაა. ის ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდირებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც მართლაც რომ კატასტროფული სიტუაცია იყო.
ქვემოთ მოცემული ბანერი ასახავს მკვლელობის სტატისტიკას და კარგად ჩანს, რომ დღეს საქართველოში ეს უმძიმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო განხსნის მაჩვენებელი, პრაქტიკულად 100% უტოლდება. ამ დროს - ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში, წელიწადში საშუალო სტატისტიკის მიხედვით ყოველ დღე კლავდნენ ადამიანებს, ხოლო გახსნის მაჩვენებელი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი.
აი, ეს ხალხი პროპაგანდირებს დღეს კრიმინალური სიტუაციით, ამ დროს კი საქართველო 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა!“, - წერს იონათამიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785996616

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, მათთვის საქართველო არაფერს ნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის დავალებები, რაც მოსდით

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილს. როგორც დეპუტა...

დავით მათიკაშვილი

1785995519

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი სუსის განცხადებაზე: თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ გამოძიებით დადასტურდება კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის არსე...

დავით ქართველიშვილი

1785992964

ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტი: ჩვენ წინაშე არსებული გარემოებები რევოლუციის შემდეგ ყველაზე რთულია, ახლა ზეწოლა მიმართულია იმისკენ, რომ ხალხს პროტესტისკენ უბიძგონ

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანი სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის. პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ სანქციები ეტაპობრივად გაძლიერდა, რასაც მოგვიანებით სამხედ...

მასუდ პეზეშკიანის

1785961975

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა

გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ქრონიკასთან“ ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილი დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ავალიანის დედა აცხადებს, რომ სამართლებრივად სამართალი ნამდვილად აღდგა. „სახელ...

გიგა ავალიანის დედა

1785961842

საზოგადოება

საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციი...

გერასიმე