სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს „ტექ-2017“-ის თანამშრომლის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ საქართველოს მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგით გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა; დაკავებულები ანგარიშებში
შეგნებულად უთითებდნენ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, რის შედეგადაც გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785996616

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, მათთვის საქართველო არაფერს ნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის დავალებები, რაც მოსდით

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილს. როგორც დეპუტა...

დავით მათიკაშვილი

1785995519

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი სუსის განცხადებაზე: თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ გამოძიებით დადასტურდება კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის არსე...

დავით ქართველიშვილი

1785992964

ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტი: ჩვენ წინაშე არსებული გარემოებები რევოლუციის შემდეგ ყველაზე რთულია, ახლა ზეწოლა მიმართულია იმისკენ, რომ ხალხს პროტესტისკენ უბიძგონ

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანი სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის. პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ სანქციები ეტაპობრივად გაძლიერდა, რასაც მოგვიანებით სამხედ...

მასუდ პეზეშკიანის

1785961975

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა

გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ქრონიკასთან“ ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილი დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ავალიანის დედა აცხადებს, რომ სამართლებრივად სამართალი ნამდვილად აღდგა. „სახელ...

გიგა ავალიანის დედა

1785961842

საზოგადოება

საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციი...

გერასიმე