მაკა ბოჭორიშვილი: ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა ასევე უზბეკეთთან, თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი

„მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის.

„მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი მტკიცე საფუძველი შექმნა. ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს ივლისში გაიმართა. აქაც ახალი შესაძლებლობები შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში.

პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წელს, ივნისში განახორციელა ყირგიზეთში. მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო ასევე ტაჯიკეთში. ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია, თუკი შევხედავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალობად ვაქციოთ. სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ახალი შესაძლებლობების შექმნაში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კოლეგას, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოურთდნენ ამ ინიციატივას, დღეს სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და საბოლოოდ, ეს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792745470

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არიან ძალა, რომელთაც სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან“, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომა...

გიორგი გაბუნია

1792743867

ახალი ამბები

ირაკლი გაბრიაძე: ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

„ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის გ...

ირაკლი გაბრიაძე

1792742594

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი ს...

არჩილ გორდულაძე

1792741860

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე ქვეყნის გარედან გაკეთებული კრიტიკ...

არჩილ გორდულაძე

1792741829

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე

„ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დ...

არჩილ გორდულაძე