მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი
„დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოში, ბათუმში გაიმართა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის არის და იგი რეგიონების დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებისa და გაძლიერების მკაფიო გზავნილია.
„დღეს, როდესაც საერთაშორისო გარემო სწრაფად იცვლება, საქართველოსა და ცენტრალური აზიის როლი სულ უფრო იზრდება, ჩვენი რეგიონები ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შეგვიძლია, გავაძლიეროთ რეგიონული კავშირები, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ცენტრალურ აზიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის სწორედ იმ საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რომელიც დღეს ჩვენ გარშემო არსებობს.
„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, საერთო ეკონომიკური ინტერესები, ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების საერთო მიზანი და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ შუა დერეფნის განვითარება. ეს მარშრუტი ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და შავის ზღვის გავლით ევროპას აკავშირებს, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ კავშირის განვითარებასა და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაში და შუა დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია. ამისთვის აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი პოლიტიკური ნება, რისი გამოვლინებაც იყო სწორედ დღევანდელი შეხვედრა.
ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ეკონომიკით და ტრანსპორტით არ შემოიფარგლება, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნდობის გაძლიერება, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობა და ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გაღრმავება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული ძალისხმევა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა.
„მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი მტკიცე საფუძველი შექმნა. ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის. ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს ივლისში გაიმართა. აქაც ახალი შესაძლებლობები შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში. პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წელს, ივნისში განახორციელა ყირგიზეთში. მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო ასევე ტაჯიკეთში.
ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია, თუკი შევხედავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალობად ვაქციოთ. სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ახალი შესაძლებლობების შექმნაში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კოლეგას, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოურთდნენ ამ ინიციატივას, დღეს სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და საბოლოოდ, ეს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1792742594
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი ს...
1792741860
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე ქვეყნის გარედან გაკეთებული კრიტიკ...
1792741829
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე
„ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დ...
1792739909
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს, სავალალოა!
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ნაბიჯებს დამოუკიდებლად...
1792738741
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
„გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ“, - განაც...































