გიორგი გაბუნია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არიან ძალა, რომელთაც სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან“, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ საუბრობს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო და მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.

„ეს ძალები გარედან იმართებიან და ფინანსდებიან. ეს ადამიანები ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ანტიდემოკრატიული გზით ცდილობენ. ეს პროცესი უნდა დასრულდეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს, მოჯადოებულ წრეზე სიარული საკმარისია. საკმარისია რევოლუციის მცდელობები, არეულობა და სიძულვილის ენის გამოყენება, რითაც მუდმივად საზოგადოებას წამლავდნენ. მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს. „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი რეჟიმია. არაერთი სამართლებრივი მტკიცებულება არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის საცეცებთან ერთად, არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ამით დასრულდება საქართველოში არა მხოლოდ ამ პარტიის საქმიანობა, არამედ გარე ჩარევების მუდმივი მცდელობები. შიდა პოლიტიკურ სივრცეში საგარეო ჩარევები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ჩვენ სამართლებრივი პროცესის მონაწილეები ვართ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. იმ კრიტიკას ვერ გავითვალისწინებთ, რაც გვესმის. ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ, როგორც ზეწოლა სამართლებრივ პროცესზე. არავის აქვს უფლება, წინმსწრები განცხადებები გააკეთოს, ვიდრე არ იქნება მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შემაჯამებელი განცხადება. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და ბიძინა ივანიშვილმა ხერხემალში გადატეხა მათი რეჟიმი, არჩევნებში დამარცხდნენ. ისინი ოპოზიციურ ველზე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევიან. მათი მხრიდან მოწყობილი რევოლუციისა და სამოქალაქო არეულობის მცდელობა ვნახეთ. ეს ქმედებები მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. ეს ხალხი ის ძალებია, რომელთა მიზანია ხელისუფლებაში გარე დავალებით და დაფინანსებით ანტიდემოკრატიული გზით მოვიდნენ. მტრული ძალაა“, – აღნიშნა გაბუნიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792742594

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი ს...

არჩილ გორდულაძე

1792741860

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე ქვეყნის გარედან გაკეთებული კრიტიკ...

არჩილ გორდულაძე

1792741829

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე

„ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დ...

არჩილ გორდულაძე

1792739909

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს, სავალალოა!

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ნაბიჯებს დამოუკიდებლად...

თენგიზ შარმანაშვილი

1792738741

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

„გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ“, - განაც...

გია ვოლსკი