ნინო წილოსანი: უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, მათი განცხადებები ეხმიანება უსუსურ მცდელობას, რომელიც რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად თავი გაიმართლონ

„საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ თავად ამ პარტიების წარმომადგენლებიც ყველა განცხადებით ადასტურებენ იმ სარჩელს და ბრალს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ ჯერზე უნდობლობას აცხადებენ და სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ თავდასხმის მცდელობები აქვთ.

„მეორე მხრივ, მუდმივად გარე დახმარებას იშველიებენ. გარედან წამოსული განცხადებებიც ვიხილეთ, რომელიც ამ უსუსურ მდგომარეობაში მყოფ რადიკალურ ჯგუფებს გარედან ამხნევებს. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გამოჩნდა, მათი მხრიდან პროცესის გაწელვის მცდელობაა. სრულიად დაუსაბუთებლად და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე შუამდგომლობებს ითხოვენ და მოსამართლეების მხრიდან დაზუსტების მცდელობა უშედეგოდ სრულდება, რადგან მათ რისი მოთხოვნის სურვილიც აქვთ, არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ. ეს ერთადერთი ტაქტიკაა, რომელიც მათ აქვთ, რადგან ტაქტიკა, რომ თავი გაიმართლონ, ნამდვილად ვერ ექნებათ.

შესაბამისად, უკვე სასამართლო განხილვის მეორე ეტაპზე გადავდივართ, რომელიც კიდევ უფრო უკეთ დაანახებს ჩვენს მხარდამჭერებს, რა ბრალი წარუდგინა „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ უნდა აიკრძალონ აღნიშნული პარტიები. ათწლეულების მანძილზე, ოპოზიციური პარტიების ნაცვლად რევოლუციური პარტიები და დაჯგუფები გვყავდა, რომლებიც მათი აღზევების თუ ვარდნის პერიოდში, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ახორციელებდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, თუ ხელისუფლება დაკარგეს. ყოველ ჯერზე შეგვიძლია, დასაბუთება მოვიტანოთ და შესაბამისი სარჩელია წარდგენილი, რა ზიანს და მავნებლობას აყენებდნენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ პარტიების ცნობა ანტიკონსტიტუციურად მინიმუმია, რომელიც, ერთი მხრივ, ქართველ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას დავპირდით, მეორე მხრივ, ეს ჩვენი ვალდებულებაა კონსტიტუციის წინაშე, რადგან ყველა ის სუბიექტი, რომელიც კონსტიტუციურ ნორმებს არღვევს, შესაბამისად, პასუხისმგებელი უნდა იყოს“, – განაცხადა წილოსანმა.

წილოსანის თქმით, უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, მათი განცხადებები ეხმიანება რადიკალების უსუსურ მცდელობას სასამართლოზე, რამენაირად თავი გაიმართლონ.

„რაც შეეხება საერთაშორისო კრიტიკას, უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, ეუთო, „ალდე“, ევროკომისიის სპიკერი, მათ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიების აკრძალვა განხორციელებული. ანტიკონსტიტუციურობიდან გამომდინარე ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში ათეულობით პარტია შეიძლება დასახელდეს, რომელიც აიკრძალა და არა მხოლოდ, მათ შორის, კანდიდატ სახელმწიფოებში და იმ სახელმწიფოებში, რომელსაც ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამ შემთხვევაში მათი მხრიდან ამ მართლაც რომ დანაშაულებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური დაჯგუფებების მხარდაჭერას ვხედავთ. მათი განცხადებები მხოლოდ იმ უსუსურ მცდელობას ეხმიანება, რომელიც ამ რადიკალებს აქვთ სასამართლოზე, რომ რამენაირად თავი გაიმართლონ. პროცესი იმდენად სამართლებრივია, რომ წარმოუდგენელია ამას პოლიტიკური შეფასებები სჯობდეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792742594

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი ს...

არჩილ გორდულაძე

1792741860

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე ქვეყნის გარედან გაკეთებული კრიტიკ...

არჩილ გორდულაძე

1792741829

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე

„ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დ...

არჩილ გორდულაძე

1792739909

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს, სავალალოა!

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ნაბიჯებს დამოუკიდებლად...

თენგიზ შარმანაშვილი

1792738741

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

„გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ“, - განაც...

გია ვოლსკი