დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენასაც უნდა შეუწყოს ხელი.
„ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა, გაგაძლიერა, მოგქცა ნუგეში, გადაგალახვინა უმძიმესი და არაერთი ცხოვრებისეული განსაცდელი და ყოველი ამ განსაცდელის გადალახვის შემდეგ უფრო ძლიერი გაგხადა.
ილია მეორის მოღვაწეობა 100 წლიან პერიოდში რომ განვიხილოთ, ამ პერიოდს თამამად გავყოფდი ორ ნაწილად: პირველი ორმოცდაათი წელი ეს იყო ათეისტურ საქართველოში ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიური ცხოვრების ელემენტების შენარჩუნების ეპოქა. საქართველო იმ პერიოდში წააგავდა კანდელს, რომლის ფითილი კი ანათებდა, მაგრამ უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ყოველ სახელოვან წინამორბედს უნდა ეზრუნა იმისთვის, რომ ამ კანდელს არ დაჰკლებოდა ზეთი, რომ ფითილი არ ჩამქრალიყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა ილია მეორემ საქართველო და წერტილი დაუსვა იმ ეპოქის ნაწილს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნების ხანა. ამის შემდეგ დაიწყო აღორძინების ხანა. იმ კანდელიდან პატრიარქმა დაანთო უამრავი კელაპტარი. 46 მოქმედი ეკლესია ჩაიბარა, 10 მოქმედი მღვდელ-მთავარი და დღეს საქართველოს დაუტოვა 3 ათასზე მეტი მღვდელმსახური, 1600 მეტი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 49 ეპარქია, საიდანაც 6 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული. კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს. მან შექმნა სრულიად საქრისტიანოში და მართლმადიდებელ სამყაროში უნიკალური და უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც შვიდგზის ლოცვის წესი შემოიღო, იმ დანატოვარის თანახმად, რომელიც შემოგვინახა დავით მეფემ 118-ე ფსალმუნში. მთელი საქართველო გაერთიანდა და ერთი და იმავე დროს ერთხმად ვლოცულობთ უფლისა და ზეციური დასის თვალსაჩინო წარმომადგენლების სახელზე. ამ ყველაფრით კი პატრიარქმა შექმნა „კარკასი“, არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ ზოგადად 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენას უნდა შეუწყოს ხელი“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
1774101567
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად ს...
1774099242
ახალი ამბებიშსს: ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვე...
1774096784
ახალი ამბებიარქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე: მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს. იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მ...
1774094698
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი უნგრეთთან ურთიერთობაზე: ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისკენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვის დროს უნგრეთთან ურთიერთობებს შეეხო. როგორც თეთრი სახლის ლიდ...
1774092720
ახალი ამბებისაპატრიარქო: სამების ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ▪️ ყოვლა...































