არჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება
„საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, რადგან ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხდება, ამან ისინი იმ შედეგებამდე მიიყვანა, რომლებიც დღეს აქვთ.
გორდულაძის განცხადებით, ეს არა საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირს აზიანებს, რადგან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს - ევროკავშირი.
„მაშინ, როდესაც ჩვენ გვყავს ევროკავშირის, ხშირად არ არჩეული ბიუროკრატია, რომლებიც არც გამჭვირვალედ მუშაობენ და ძალიან ბევრი პრობლემა და სკანდალი აქვთ, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც საქართველოში გამჭვირვალობას ებრძვიან და აფინანსებენ ისეთ მიმდინარეობებს და ძალებს, რომლებიც ხშირად ფაშისტური განცხადებებით არიან წარმოდგენილი.
მაგალითად, „კორძის“ სიმღერა რამდენად არის გამოხატვის თავისუფლება და, ზოგადად, ხელოვნება, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
ასევე დასტურდება, რომ ხშირად გადაწყვეტილებების მიღებისას, ევროპარლამენტშიც კი, რამდენიმე ასეულობით ადამიანი იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, რომლებსაც საერთოდ წაკითხულიც კი არ აქვთ ის დოკუმენტები, რომელ საკითხზეც კენჭისყრა მიმდინარეობს.
ასევე, ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ რუკაზე, მაგალითად, ირანს ვერ პოულობენ. ასეთ დონეზე, როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არის სუფთა პოლიტიკური, ვიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს.
ეს შედეგები არა საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირს აზიანებს, რადგან კიდევ და კიდევ ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს - ევროკავშირი.
შევახსენებ მათ, რომ საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და საქართველო მაქსიმალურად იყენებს ყველა პლატფორმას სიმართლის სათქმელად, რამდენად გაიგებენ და გაიაზრებენ ამას, ეს უკვე მათი საქმეა.
1790256412
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფ...
1790256392
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს
„ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეხ...
1790255446
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია – „თავს იდეალურად ვგრძნობ, გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ“
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან „უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია...
1790255095
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6218 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790254603
ახალი ამბებილევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელი და საქმიანი პროცესი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დ...





























