„ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ - თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.თ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ბრალდებულს, 1982 წელს დაბადებულ ნ.ყ.-სთან და 1984 წელს დაბადებულ ლ.ქ.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორივე მათგანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.თ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764133226

საზოგადოება

დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს

დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე ორი ძირითადი საკითხით წარდგება, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმას, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ი...

ირაკლი კობახიძე

1764101229

მსოფლიო

ტრამპი: მოუთმენლად ველი ზელენსკისა და პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში

 მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა...

დონალდ ტრამპი

1764099430

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები კანონში

 გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები [კანონში], - განაცხა...

ალექსანდრე დარახველიძე

1764097247

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: პასუხისმგებლობა არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ მართული პროცესებით საქართველოში დაძაბონ სიტუაცია

 პასუხისმგებლობა არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თო...

თორნიკე ჭეიშვილი

1764095177

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი: 26 ნოემბერს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენასთან დაკავშირებით სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

 მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღ...

პარლამენტი