მეუფე შიო: წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს

„წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს...ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეოცე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ იქადაგა, „ხშირად გვგონია, რომ ვისმენთ წმინდა წერილს და გვესმის ის. შეიძლება, ყურით ვისმენთ და გონებითაც ვიმახსოვრებთ ზოგჯერ, მაგრამ მიდის თუ არა ის ჩვენს გულამდე და ვცხოვრობთ თუ არა სახარებით, აი, ეს არის მთავარი“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.

დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ, რომელსაც თავად მაცხოვარი განმარტავს და ბოლოს დასძენს ასეთ სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლკ. 8, 18); იგულისხმება, როგორ ისმენთ წმინდა წერილს. მაცხოვრის ეს გაფრთხილება არ არის ამაოდ ნათქვამი, ვინაიდან ხშირად გვგონია, რომ ვისმენთ წმინდა წერილს და გვესმის ის. შეიძლება, ყურით ვისმენთ და გონებითაც ვიმახსოვრებთ ზოგჯერ, მაგრამ მიდის თუ არა ის ჩვენს გულამდე და ვცხოვრობთ თუ არა სახარებით, აი, ეს არის მთავარი, რადგან წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. აი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს.

რამდენი ადგილია წმინდა სახარებიდან, რომელიც გვიყვარს, კარგად ვიცით, მაგრამ ხომ არ მოხდება ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დადგება ჩვენი სამსჯავროს დღე, რომ ჩვენთვის ეს აღმოჩნდება სამხილებელი?! არა იმიტომ, რომ ვკითხულობდით და არ გვესმოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ გვესმოდა, მაგრამ არანაირად არ ვიცხოვრეთ სახარების მიხედვით. აი, ამაზე გვაფიქრებს დღეს ეს იგავი.

რამდენჯერ ყოფილა, ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც მოგვისმენია წმინდა წერილი, რომელმაც თითქოს დაგვაფიქრა, აგვაღელვა კიდეც, მაგრამ სულ ერთ წამში, ჯერ კიდევ ტაძრიდან გასვლამდე გაგვიტაცა ამაო მეტყველების, ამაო საზრუნავების რაღაც ნაკადმა და იმ ყლორტისგან, რომელიც ჩვენში უნდა გაზრდილიყო და ნაყოფი გამოეღო, არაფერი აღარ რჩება და დავცარიელდით, იმიტომ, რომ ქარივით წაიღო ჩვენგან, მოგვტაცა ღვთის სიტყვა, ამ უქმმეტყველებამ და ამაო საზრუნავებმა.

ამიტომ უნდა დავუფიქრდეთ უფლის ამ სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლკ. 8, 18). სასჯელად, ან დასასჯელად ხომ არ ვისმენთ წმინდა წერილს? აბა, მაშ, თუ ასე არა, როგორ, საცხონებლად ვისმენთ?

ეს იგავი გვაფიქრებს, თუ ვინ ვარ მე, როგორი ნიადაგი ვარ, რომელიც ნახსენებია ამ იგავში; სად ვარდება ეს თესლი - ღვთის სიტყვა; გზის პირას, სადაც ფრინველები აკენკავენ და ქარი წაიღებს, თუ სხვადასხვა ხილული, თუ უხილავი მტერი მოგვტაცებს? თუ ქვიან ნიადაგში ვარდება, სადაც უწყლობისა და ნიადაგის სიმწირის გამო მალე გახმება? თუ ეკლიან ნიადაგში, სადაც ეკალ-ბარდი იზრდება, რომელიც მოაშთობს ამ თესლს და ნაყოფი ვერ ასწრებს დამწიფებას? თუ კეთილ ნიადაგში ვარდება და გამოიღებს კარგ ნაყოფს? მაშ, რომელია ჩვენი ნიადაგი?

შეიძლება ითქვას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ, ალბათ, ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა დროს აქ ჩამოთვლილი ოთხივე ნიადაგი ვართ ხოლმე. ამ იგავის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აღძრას ჩვენი სინდისი, გააღვიძოს ჩვენი ცნობიერება და მოგვანდომოს, გვიბიძგოს, ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად, ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცთმოყვარებით, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ვლოცავთ შემდეგ გვარებს: გვარმიანებს, გვარლიანებს და გვარამიებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ. ამინ“, - იქადაგა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761483457

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს სანამ ექნება ამერიკული კანონი „ფარა“ და სანამ შავი ფული ლეგალურად არ იტრიალებს, მანამდე ვერ გახდება ევროკავშირის წევრიო. საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება

საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, სადაც ის ცდ...

გურამ მაჭარაშვილი

1761479199

მსოფლიო

ფრანგული მედია: ლუვრის ძარცვაში მონაწილე ორი პირი დააკავეს

საფრანგეთში სამართალდამცველებმა ორი დამნაშავე დააკავეს, რომლებიც ლუვრის მუზეუმის ძარცვაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ Le Figaro წერს. როგორც მედია იუწყება, ძარცვაში მონაწილე ორი დამნაშავე შაბათს, 25...

ლუვრი ლუვრი

1761476952

ახალი ამბები

Reuters, CBS, AL Jazeera, AL Arabyia - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ოპერაციას და ურანის ამოღებას საერთაშორისო მედია ეხმიანება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას, რომლის შედეგად, თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დაა...

სუსისსუსის

1761473607

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცვე...

ნარკოტიკული საშუალებები

1761471984

სპორტი

ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა

ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. საქართველოში 25 ქვეყნ...

ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა