სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ს.თ და 2001 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს, თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის არის „მდმა“, „მარიხუანა“, „პრეგაბალინი“ და „გაბაპენტინი“.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1764133226
საზოგადოებადღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს
დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე ორი ძირითადი საკითხით წარდგება, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმას, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ი...
1764101229
მსოფლიოტრამპი: მოუთმენლად ველი ზელენსკისა და პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში
მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა...
1764099430
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები კანონში
გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები [კანონში], - განაცხა...
1764097247
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: პასუხისმგებლობა არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ მართული პროცესებით საქართველოში დაძაბონ სიტუაცია
პასუხისმგებლობა არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თო...
1764095177
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტი: 26 ნოემბერს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენასთან დაკავშირებით სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღ...


























