სამხარაძე: ის ხალხი სად ხართ, Слава Украине-ს რომ გაიძახოდით? მოუსმინეთ კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? ხალხს რომ ატყუებდით, უკრაინა ომს იგებსო, საომრად რომ ეპატიჟებოდით ქართველებს - თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი, უკრაინას ვინც შეეწირა
„ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშებს იწეპებდით, სად ხართ? მოუსმინეთ თქვენი კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას?“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
სამხარაძე ზემოხსენებულ ხალხს მიმართავს, რომ მათ კისერზეა იმ ქართველების სისხლი, უკრაინას ვინც შეეწირა!
„ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. „დიდება უფალს“, უფლის სახელი რომ ამოიღეს და უკრაინით ჩაანაცვლეს. აქ მყოფი მანქურთები საქართველოშიც ნერგავდით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აჯღაპნიდით და ამახინჯებდით ჩვენს ქალაქებს! ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშებს იწეპებდით, სად ხართ? მოუსმინეთ თქვენი კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? ომის დაწყების ბაბლი რომ შექმენით, მოდური გახადეთ უკრაინაში ომი და საქართველოში მშვიდობა მეორეხარისხოვანი! საქართველოს ელჩს კიევი რომ არ მიუტოვებია და უკრაინელი ხალხის გვერდით იდგა, როცა ყველა სხვა სახელმწიფოების ელჩების ევაკუაცია მოახდინეს დაბომბვის დროს, ზელენსკის გადაწყვეტილების მხარეს დადექით და ჩვენი ელჩის გამოძევება გაგიხარდათ! ხალხს რომ ატყუებდით, უკრაინა ომს იგებსო, რუსთაველის გამზირზე კლოუნის მიმართვას უსმენდით და ტაშს უკრავდით, როდესაც ის ქართულ სახელმწიფოს ლანძღავდა! საახალწლო სლოგანს („მშვიდობით სავსე ქალაქი“) რომ აპროტესტებდით და მიტინგებს აწყობდით, „მშვიდობა“ არ გვინდაო! საომრად რომ ეპატიჟებოდით უკრაინაში ქართველებს, „ტიკ-ტოკის“ რემბოების ვიდეოებით, ტყუილით რომ იზიდავდით ხალხს ომში ჩასართავად და, სამწუხაროდ, ზოგი აიყოლიეთ! ბომბების ცვენა რომ ურჩევნოდა ლომჯარიას და მას ამაში მხარს უჭერდით! თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი, უკრაინას ვინც შეეწირა! რას ეტყვით ობლად დარჩენილ მათ შვილებს? გლობალური ომის პარტიის აგენტი ვიყავი, ფული გადამიხადეს, მამაშენი რომ დამერწმუნებინა, უკრაინაში საომრად წასულიყო და თავი შეეწირაო, ეტყვით სიმართლეს? ან ვის უნდა თქვენი ნათქვამი, ყველამ ვიცით ჭეშმარიტება! აი, თქვენ ხართ ახლა სათრევი, უკლებლივ ყველა, ვინც ამ ავანტიურაში მონაწილეობდით“, - წერს სამხარაძე.
1763797115
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შ...
1763796212
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით...
1763758301
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს არავინ აანაზღაურებდა, სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გაგვეგრძელებინა ვაჭრობა, მაგრამ საქართველო ვერ იქნებოდა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის კუთხით
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როდის წამოვიდა ჩვენზე წნეხი 2022 წელს, ზუსტად იმ დღიდან, როდესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგ...
1763756250
საზოგადოებაშარმანაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილებზე: უკრაინის მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს, ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს ეს პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილების და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადები...
1763756159
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: ევროპა, რომელმაც ღირებულებები შექმნა, დღეს მხოლოდ ეძებს მათ უკანასკნელ კვალს, ევროპას ჯერ კიდევ შეუძლია გადარჩენა - თუ გაიხსენებს, რომ თავისუფლება ბიუროკრატიული დოკუმენტი კი არა, შინაგანი რწმენაა
„იყო დრო, როცა ევროპა გახლდათ ცივილიზაციის სინათლე - გონიერების, რწმენისა და კულტურის ერთიანი სხივი. ის ქმნიდა კანონს, რომელიც ემყარებოდა კოლექტიურ ნდობას, ეკონომიკას, რომელიც იზრდებოდა შრომით, და საზ...




























