სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

 სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ეხმიანება უწყების მიმართ „მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

დღეის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიზეზით არცერთი ბრალდებული/მსჯავრდებული არ იმყოფება გეგმური სამედიცინო რეფერალის რიგში.

გარდა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებისა, ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება მიეწოდება, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სამედიცინო სერვისებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიული და ჰიგიენური პირობების დაცვას.

თითოეული პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან, რომელიც წელიწადში არანაკლებ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამუშაოები ტარდება დამატებით არაგეგმურად, რომელთაც ახორციელებს პენიტენციური სამსახურის მიერ დასაქმებული პირი.

რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, აღვნიშნავთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე.

პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეულმა ნუტრიციოლოგებმა შეიმუშავეს ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებითი რაციონი. განისაზღვრა კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). ამდენად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუს შესაბამისად ხორციელდება. ამასთან, კვების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები. გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება.

აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში გათბობის სისტემა არ მუშაობს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ორ კვირაზე მეტია, ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც იწვევს არა მხოლოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763797115

ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შ...

შსს - შეხვედრა

1763796212

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით...

დაკავება

1763758301

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს არავინ აანაზღაურებდა, სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გაგვეგრძელებინა ვაჭრობა, მაგრამ საქართველო ვერ იქნებოდა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის კუთხით

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როდის წამოვიდა ჩვენზე წნეხი 2022 წელს, ზუსტად იმ დღიდან, როდესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგ...

ლევან მაჭავარიანი

1763756250

საზოგადოება

შარმანაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილებზე: უკრაინის მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს, ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს ეს პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილების და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადები...

თენგიზ შარმანაშვილი

1763756159

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ევროპა, რომელმაც ღირებულებები შექმნა, დღეს მხოლოდ ეძებს მათ უკანასკნელ კვალს, ევროპას ჯერ კიდევ შეუძლია გადარჩენა - თუ გაიხსენებს, რომ თავისუფლება ბიუროკრატიული დოკუმენტი კი არა, შინაგანი რწმენაა

„იყო დრო, როცა ევროპა გახლდათ ცივილიზაციის სინათლე - გონიერების, რწმენისა და კულტურის ერთიანი სხივი. ის ქმნიდა კანონს, რომელიც ემყარებოდა კოლექტიურ ნდობას, ეკონომიკას, რომელიც იზრდებოდა შრომით, და საზ...

ბაჩო ოდიშარია.