საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინის მხარდამჭერი ანონსი ევროპის რაგბის კავშირმა წააშლევინა

საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინის მხარდამჭერი ანონსი ევროპის რაგბის კავშირმა წააშლევინა. როგორც რუსული გამოცემა SPORT24.RU-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სწორედ ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს, რომ არ ეთანხმება თამაშის წინ ასეთი სტრატეგიის არჩევას და სთხოვა, ანონსი აეღო. 

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშე ანტონ ხალიზოვის განცხადებით, მათი ფედერაცია ანონსის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა ევროპის რაგბის კავშირს და სასურველი პასუხიც სწრაფადვე მიიღო.

„ევროპის რაგბის კავშირმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი აფიშის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ის არღვევს რეგლამენტს. მათგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს სთხოვეს ანონსის წაშლა“, - უთხრა ხალიზოვმა რუსულ სააგენტოებს.

საქართველოს რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნებსა და რუსეთის ნაკრებს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩის ანონსი სოციალურ ქსელში უკრაინულ ენაზე გუშინ გაავრცელა.თუმცა ეს ანონსი კავშირის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ატვირთვიდან დაახლოებით შვიდ საათში წაიშალა.

„ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი დინამოარენაზე“, - ეწერა უკრაინულ ენაზე დაწერილ მიმართვაში.

საქართველოს სარაგბო ნაკრები რუსეთს კვირას, 18:00 საათზე უმასპინძლებს თბილისის „დინამოარენაზე“, რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში.

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარების გამო, ქართველი გულშემატკივრების ნაწილი საქართველოს ნაკრების უკრაინის დროშით ქომაგობას გეგმავს.

ასევე საინტერესოა:

🔵 „საქართველო – რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას, დიდი პროვოკაცია მზადდება“ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი

🔵 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებას ურჩევს

🔵 საქართველოს პრეზიდენტი: დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787764590

საზოგადოება

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის...

ლევან მახაშვილი

1787762727

მსოფლიო

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს. გამოცემის წყაროების...

ტიმ კარი ტიმ კარი

1787760468

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...

ლევან მახაშვილი

1787758429

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში...

ტრამპიტრამპი

1787756036

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, განახლ...

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობა