პრემიერი: ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა, საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო

„რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული და იმედია, აქ რადიკალურად შეიცვლება ვითარება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მანამდე საზოგადოება მოკლებული იყო ძალიან დიდ ინფორმაციას.

„ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა. მანამდე საზოგადოება მოკლებული იყო ძალიან დიდ ინფორმაციას და ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით, უბრალოდ დავინახეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეუძლებელი იყო უკვე რაღაცაზე არ საუბარი. საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება თანამედროვე სამყარო, რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო. ეს იყო მთავარი.

ყველას გვახსოვს, არათუ რეზოლუციაზეა საუბარი, ერთი ევროპარლამენტარი, ან ერთი სენატორი რაღაცას რომ იტყოდა, ეს იწვევდა საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას და მთელი ერთთვიანი დღის წესრიგი შეიძლება, განესაზღვრა ერთი ევროპარლამენტარის განცხადებას. პატარა ქვეყანა ვართ და რაღაც კუთხით გასაგებია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების შემზადება, საზოგადოების ინფორმირება და ჩვენ ეს შევძელით. რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია სრული შეიძლება, ესეც არ იყო, ბევრ რამეზე დღესაც ვერ ვსაუბრობთ, რადგან სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ საზოგადოებას მივაწოდეთ ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული. იმედია, აქ რადიკალურად შეიცვლება ვითარება. აქ საზოგადოების ინფორმირება იყო მთავარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763752759

საზოგადოება

პრემიერი: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

„ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთ...

ირაკლი კობახიძე

1763752723

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს

„ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდ...

ირაკლი კობახიძე

1763751556

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან

როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...

ირაკლი კობახიძე

1763751509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება

„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე /

1763751110

საზოგადოება

პრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს

„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...

ირაკლი კობახიძე