პრემიერი: ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი, ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, ღირებულებით ნაწილშიც გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები, რომ ღირებულებებისგან დაცლილი მომავალი თაობა არ მივიღოთ
„განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია, ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, ეს ეხება სკოლებსაც, პირველ რიგში სკოლის ასაკში იყალიბებს ბავშვი ღირებულებებს და ამიტომ სკოლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცოტა ხანში მთავრობა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.
„მანამდე წარვადგინეთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია, ახლა საუბარია უკვე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე, სადაც ბევრი რამ არის გადასახედი, ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამა, სახელმძღვანელოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა იქნება წარმოდგენილი და აქ ღირებულებით ნაწილშიც გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები, რომ ჩვენ ღირებულებებისგან დაცლილი მომავალი თაობა არ მივიღოთ და ღირებულებები გავუზიაროთ ცოდნასთან ერთად ბავშვებს და სკოლის მოსწავლეებს. იგივე ეხება უმაღლეს განათლებასაც. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორ ღირებულებებს ეფუძნებოდეს ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ ახალგაზრდებს. ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763752759
საზოგადოებაპრემიერი: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
„ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთ...
1763752723
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს
„ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდ...
1763751556
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან
როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...
1763751509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1763751110
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს
„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...


























