საქართველოში საშუალო ხელფასი 1,773 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1,774 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3,673 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2,727 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით);
• მშენებლობა - 2,536 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2,455 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით).

"2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2022 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2022 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"მე, მძღოლმა კაცმა გავიგე, 55 წლის კაცმა და ახალგაზრდებმა არ იციან მე რაც გავიგე? გაუნათლებლები ვგონივართ, მაგრამ არ ვართ გაუნათლებლები" - - კაცი, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა  

🔵გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ბაბუა - "საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა"  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770399215

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გვქონდა განცხადებები, მოწოდებები, რომ კრიზისი იყო, შექმნილი იყო არასწორი მიმართულება ევრობიუროკრატიაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ გალაშქვრა ხდებოდა და დღესაც არ არის შენელებული

„არცერთ გაერთიანებაში თვითმიზანი არ ყოფილა საქართველოს გაერთიანება, თუ ის არ ესადაგება საქართველოს ინტერესებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ გურა...

ააა

1770396489

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა...

პროკურატურაა

1770394708

ახალი ამბები

„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, „პრაიმ მედია გლობალი“ წლებია ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში, ამ მიმართულებით, არის ერთ-ერთი მზარდი კომპანია. მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მრავა...

ილია მიქელაიშვილი

1770392957

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდების დასჯადობის ინიციატივაზე: საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ეს არ არის ახალი სიტყვა და მექანიზმი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის საკ...

თორნიკე ჭეიშვილი

1770391310

ახალი ამბები

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდებს უმასპინძლა. კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს ცესკ...

არჩევნების საერთაშორისო დღე