"მე, მძღოლმა კაცმა გავიგე, 55 წლის კაცმა და ახალგაზრდებმა არ იციან მე რაც გავიგე? გაუნათლებლები ვგონივართ, მაგრამ არ ვართ გაუნათლებლები" - კაცი, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა
7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ზაზა ბირიაშვილმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ამ დღეს იხსენებს და აქციაზე დგომის მოტივაციაზე საუბრობს.
მისი თქმით, 7 მარტს სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ტელევიზორი ჩართო და ნახა, რომ უამრავი ადამიანი რუსულ კანონს აპროტესტებდა. თვითონაც გადაწყვიტა აქციაზე წასვლა.
საღამოს დაახლოებით 9 საათზე მივიდა პარლამენტთან და სხვა აქტივისტებთან ერთად 9 აპრილის ქუჩაზე საქართველოს დროშა ეჭირა, როცა პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ჯერ ცრემლმდენი გაზი, შემდეგ კი წყლის ჭავლი გამოიყენა.
"დროშა გვეჭირა გაშლილი, რომ დაგვასველეს მანამდე ხომ 1-2-ჯერ მოგვწამლეს სპრეით. რომ დაგვასველეს გვერდზე გავედი პიონერთა სასახლის მხარეს. რომ ვიდექი უცებ გასროლის ხმა გავიგე, გასროლის ხმა და აქ [თვალთან] რაღაც მომხვდა უცბად. 2-3 გასროლა იყო კიდევ, მესმოდა ხმები. მერე ორი ახალგაზრდა იყო, მომკიდეს ხელი და ჩამიყვანეს სასწრაფოსთან. ვეღარ ვხედავდი ვერაფერს უკვე"
შემდეგ უკვე ვეღარ ხედავდა. როგორც ექიმებმა უთხრეს, თვალი ჩამოშლილი იყო. ოპერაციას 3 საათის განმავლობაში უკეთებდნენ, თუმცა მიზანი თვალის შენარჩუნება იყო, მხედველობის დაბრუნებაზე აღარავინ საუბრობდა.
თბილსერვის ჯგუფში დასუფთავების მანქანის მძღოლად მუშაობდა, ახლა, მარჯვენა თვალის დაკარგვის შემდეგ, ეჭვი ეპარება, კვლავ შეძლოს. ჯერ არც ის იცის, სად შეძლებს მუშაობას.
გაბრაზებული ვარ, გამწარებული ვარ, მაგრამ რა ვქნა? თვალი აღარ ამომივა, სხვა პროფესია მე არ მაქვს არაფერი, რომ სხვა პროფესიით რამე გავაკეთო, ვიმუშაო, ოჯახი შევინახო. თუ მივეჩვიე და ამ ცალი თვალით როგორღაც ვატარე მანქანა, შეიძლება, ტაქსაობა დავიწყო - ისიც შეიძლება, არ ვიცი, გააჩნია, როგორ მივეჩვევი“
ზაზა ბირიაშვილი აცხადებს, რომ მეორე ოპერაციის დაფინანსება სამსახურმა შესთავაზა, თუმცა შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებიდან მასთან არავინ მისულა, არავინ დაინტერესებულა მისი მდგომარეობით.
აქციამდე იმედი ჰქონდა გადაწურული, თუმცა აღმოაჩინა, რომ ქართველებს კიდევ შესძლებიათ ერთად დგომა. ამბობს, რომ მთავარი ის იყო, რომ ადამიანები აქციაზე "თავისით მივიდნენ", არა პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო.
კიდევ შესძლებია ქართველ ხალხს ერთად დადგომა და ერთმანეთის გატანა. როგორ იმედი მქონდა გადაწურული, მაგრამ მაინც კიდევ ყოფილა ხალხი. სტუდენტები არ ჩანდნენ, არ ჩანდნენ და უცებ ერთად გამოჩნდნენ, ყოჩაღ. მთავარი იყო, რომ არავინ მართავდა, თავისით მოვიდა ხალხი. მე სადაც ვიყავი იქ არც პოზიცია, არც ოპოზიცია არ მინახია, არავინ - იქ იყო სულ უბრალო ხალხი. რა გულითაც მაშინ იდგნენ, 7-ში ეგეთი გულით უნდა იდგნენ და ყველაფერი კარგად იქნება - ეგრე უშიშრად და ვაჟკაცურად.“
აქციაზე ყველა ასაკის ადამიანი ნახა, თუმცა უმეტესობა ახალგაზრდა იყო. ახალგაზრდებმა მიიყვანეს სასწრაფომდეც. ამბობს, რომ ამ ადამიანების ნახვა და მადლობის გადახდაც უნდა, თუმცა ამ დრომდე ვერ უკავშირდება.
7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შვილების და საქართველოს გამო იდგა, რომ "ადამიანებს ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ"და მისმა შვილებმა მაინც არ ნახონ გაჭირვება, სიღარიბე.
ჩემი შვილების და საქართველოს გამო ვიდექი იქ, რომ ჩემი შვილები წესიერ და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. თავისუფალ ქვეყანაში“
ზაზა ბირიაშვილის თქმით, ახალგაზრდებში პროტესტის მიზეზი ისაა, რომ მათ "არ უნდათ მონობაში ცხოვრება, არ უნდათ რუსეთი, რუსული კანონები", მათ "ევროპული ცხოვრება, თავისუფლება" სურთ.
„მე, მძღოლმა კაცმა გავიგე, 55 წლის კაცმა და ახალგაზრდებმა არ იციან მე რაც გავიგე? ტყუილად ხომ არ გავიდნენ სათამაშოდ და საცეკვაოდ იქ, ხომ? გაუნათლებლები ვგონივართ, მაგრამ არ ვართ გაუნათლებლები, გვაქვს ცოტა განათლება რაღაც. მე კი საშუალო განათლება განათლება მაქვს, მაგრამ იმ ახალგაზრდებს რას ეუბნებიან, იმ სტუდენტებს, განათლების მეტი რა აქვთ იმ ბავშვებს?“.
აქტივისტების მიმართ "გაუნათლებლობის" ბრალდებების ფონზე ამბობს, რომ მას და მითუმეტეს ახალგაზრდებს ესმით, რატომ იდგნენ აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა დაკარგა, არ ნანობს. მიიჩნევს, რომ როგორც ქართველმა თავისი საქმე გააკეთა.
"მე ჩემი საქმე გავაკეთე. რაც მე მეკუთვნოდა, რაც ქართველ ადამიანს ეკუთვნის"
ასევე დაგაინტერესებთ:
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























