სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილსა და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს - გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკმვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრა.
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგინა.
შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
1760802295
მსოფლიოვიქტორ ორბანი: დღეს უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებმა მშვიდობა მოიტანოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, დღეს უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებმა მშვიდობა მოიტანოს. ორბანის თქმ...
1760798985
საზოგადოებაზუკა რურუა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და ემოციურია, რომ დღის წესრიგში დადგა ასეთი ფაქტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზუკა რურუა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი სა...
1760796396
საზოგადოებაზუკა რურუა: აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. არავის გაუჩნდეს შემდეგში სურვილი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანის
ყველამ ვიხილეთ 4 ოქტომბერს და ასევე 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ რა მოწოდებები ჟღერდებოდა როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, ასევე მათთან დაახლოებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანი...
1760793560
საზოგადოებასუს-ი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის საქმეზე: ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები
სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას...
1760791082
საზოგადოებასაქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შ...