შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაიცვან კანონის მოთხოვნები და 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაიცვან კანონის მოთხოვნები და 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი, - განცხადებას შსს ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

„2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760798985

საზოგადოება

ზუკა რურუა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და ემოციურია, რომ დღის წესრიგში დადგა ასეთი ფაქტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზუკა რურუა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი სა...

ზუკა რურუა:

1760796396

საზოგადოება

ზუკა რურუა: აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. არავის გაუჩნდეს შემდეგში სურვილი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანის

 ყველამ ვიხილეთ 4 ოქტომბერს და ასევე 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ რა მოწოდებები ჟღერდებოდა როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, ასევე მათთან დაახლოებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანი...

ზუკა რურუა

1760793560

საზოგადოება

სუს-ი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის საქმეზე: ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები

 სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას...

სუსისუსი

1760791082

საზოგადოება

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შ...

საქალაქო სასამართლო

1760788869

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: იმდენად გადააბიჯა დიპლომატიურ წესს გერმანიის ელჩმა, რომ ეს გერმანიაში პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა და კარგია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ შესაბამისი კითხვა გაუგზავნა გერმანიის მთავრობას

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობაზე გერმანიის პარლამენტი...

ირაკლი ქადაგიშვილ