სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შაბათის ეთერის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეს შორის 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის მიერ აღნიშნული ინციდენტიდან თითქმის ორი თვის შემდგომ, 18 ოქტომბერს გავრცელებული სიუჟეტი, რომელიც თითქოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, წარმოადგენს იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს, რასაც აღნიშნული არხი აწარმოებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და რომლის მიზანიც არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პირველ რიგში, გვსურს შევეხოთ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას – მას გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება და დღეის მდგომარეობით, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებოდა თანამშრომლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს. მოსამსახურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა სახის კომენტარის გაკეთებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს შეიკავებს, რადგან აღნიშნული საკითხი წარმოადგენს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.

ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური უმკაცრესად რეაგირებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია პენიტენციური სისტემის მოსამსახურის მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან და მოცემული საქმის ფარგლებშიც, შესაბამისი მასალები ფაქტის დადგომისთანავე გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალშიც თითოეულ მსგავს ქმედებაზე მოხდება უმკაცრესი რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ საკითხს – N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ აღემატება ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ლიმიტს. გამომდინარე იქიდან, რომ N8 პენიტენციური დაწესებულება ასევე არის მიმღები პენიტენციური დაწესებულება, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ეტაპირება სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის უმნიშვნელო მატება ხელს არ უშლის პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას და არ ლახავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებს.

სიუჟეტში ასევე ნახსენებია ე.წ. საძილე წამლების გამოყენების საკითხი, რაც მეტყველებს სიუჟეტის ავტორთა არაპროფესიონალიზმზე და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაზე და რაც მთავარია არ შეესაბამება რეალობას. ცალსახად განვმარტავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2%, მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებსაც ოპიატების ჩანაცვლებითი თერაპიის შემდგომ დამოკიდებულების დაძლევის მიზნით, ექიმის დანიშნულებით იღებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო საშუალებებს, რომელთა მიღებაც ხდება შესაბამისი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.

რაც შეეხება, სიუჟეტში ნახსენებ თემას – N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კადრების დეფიციტს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – დაწესებულება სრულად არის დაკომპლექტებული კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რაც უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ და ეფექტიან საქმიანობას.

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიას არ მოუმართავს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ინფორმაციის გადასამოწმებლად.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760802295

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: დღეს უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებმა მშვიდობა მოიტანოს

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, დღეს უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებმა მშვიდობა მოიტანოს. ორბანის თქმ...

ორბანი:

1760798985

საზოგადოება

ზუკა რურუა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და ემოციურია, რომ დღის წესრიგში დადგა ასეთი ფაქტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზუკა რურუა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი სა...

ზუკა რურუა:

1760796396

საზოგადოება

ზუკა რურუა: აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. არავის გაუჩნდეს შემდეგში სურვილი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანის

 ყველამ ვიხილეთ 4 ოქტომბერს და ასევე 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ რა მოწოდებები ჟღერდებოდა როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, ასევე მათთან დაახლოებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანი...

ზუკა რურუა

1760793560

საზოგადოება

სუს-ი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის საქმეზე: ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები

 სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას...

სუსისუსი

1760791082

საზოგადოება

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შ...

საქალაქო სასამართლო