პაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეკლესიის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა არახალია და გარე ძალები წლებია, ცდილობენ მისი რეიტინგის განადგურებას.

„ამას ვაკვირდებით ჩვენ ბოლო 22 წელია, ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ძალიან ცხადი მიზანი, ეს არის იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში. იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს სულიერ საყრდენს ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.

რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია, ზოგიერთი ლიდერი ცდილობენ, ევროკავშირი რაღაც ფსევდორელიგიად აქციონ. ბევრ ნიშან-თვისებას ვხედავთ უკვე ფსევდორელიგიურს მათში, როდესაც საუბრობენ ფასეულობებზე და ღირებულებებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიის მხარდაჭერილი რადიკალების ქმედებები ზუსტად გამოხატავს იმ მიზნებს, რომელიც ბრიუსელს აქვს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ ფინანსდებოდა საზღვარგარეთიდან ის ხალხი, ვინც ახდენდა ეკლესიის დისკრედიტაციას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დაფინანსება მიიღო ყველაზე ბოლოს „სოვლაბმა“, იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული - გიორგი კანდელაკის საკითხი გახსოვთ სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთიდან მიიღეს დაფინანსება. ევროკავშირის დაფინანსება ჰქონდა ე.წ. „ტოლერანტობის ცენტრს“, რომელსაც თან უწოდებენ სახალხო დამცველთან არსებულს, რაც არის ჩვეულებრივი აფერისტობა. არანაირი კავშირი სახალხო დამცველთან მათ არ აქვთ. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებულები იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქის დისკრედიტაციით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობისა და ამ მიმართულებით დახარჯული მილიონებისა, გარე ძალებმა საკუთარი თვალით ნახეს ქართული საზოგადოების პასუხი, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს პატრიარქი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774600137

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები

ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვ...

შალვა პაპუაშვილი

1774598445

ახალი ამბები

იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს

ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1-ელ აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს...

იუსტიციის სახლი

1774596626

ახალი ამბები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 8-დან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს - იხილეთ კონკრეტული გრაფიკი და მიმართულებები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს. მათი ინფორმაციით, რეისები შემდეგ მიმართულებებს დაემატება: თბილი...

თბილისი-ერევნის რეისი

1774595643

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წეს...

ოქრო

1774593975

ახალი ამბები

გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც ბათუმში სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა

ბათუმში, კლინიკა მედინაში, ახალშობილი, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კლინიკა „მედინა“ ავრცელებს. „დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექ...

იტალია