შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ

„უფლის კვართი იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და იმ მომენტიდან უხილავად ფარავს ჩვენს ერს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიისას განაცხადა.

პაპუაშვილმა შეკრებილებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 2 000 წლის წინ ამ ადგილას დაიკრძალა უფლის კვართი, რომელიც იმ მომენტიდან იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და უხილავად ფარავს ჩვენს ერს, არის ჩვენი ერის უხილავი სამოსი. ეს შეგვახსენებს, რა მისია აკისრია ჩვენს ერს. ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, ჩვენ ვართ უფლის კვართის მცველი ერი. ეს არის ის მისია, რომელიც უფლისგან დაეკისრა ჩვენს ერს. ეს არის ის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენი ვალია, ეს მისია შევასრულოთ და გადავცეთ მომავალ თაობას. დღეს ასევე არის წმინდა მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას ხსენების დღე, რომელთა მეფობის დროსაც მოექცა ქართლი. როგორც ითქვა, მომავალ წელს გვაქვს უდიდესი დღესასწაული, როდესაც მთლიანად ერმა ჩვენთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის უნდა ვიზეიმოთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წელი. ეს იქნება წელი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რას ნიშნავს ერისა და ბერის ერთობა, რას ნიშნავს ჩვენი მთავარი გზის შესრულება. ვიზეიმებთ ჩვენს მამულთან და ენასთან შესისხლხორცებულ სარწმუნოებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760445712

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირის დასკვნა

„შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირის დასკვნა“, - განაცხადა...

შალვა პაპუაშვილი

1760443828

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგ...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

1760442717

ახალი ამბები

კახა კალაძე: გილოცავთ სვეტიცხოვლობას - ეს დღე არის ერთგვარი სიმბოლო ქართული სახელმწიფოსა და დედა ეკლესიის ერთიანობის, მისი მთლიანობის და სიმტკიცის

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას - ეს დღე არის ერთგვარი სიმბოლო ქართული სახელმწიფოსა და დედა ეკლესიის ერთიანობის, მისი მთლიანობის და სიმტკიცის“, - წერს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. „გილოცავთ...

კახა კალაძე

1760440716

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ევროკომისიის შეფასებებიც ამტკიცებს, რომ საქართველო უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას ყოველთვის უსწრებს და სხვა ქვეყნებსაც რიგ კრიტერიუმებში

„ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამას ამტკიცებს ყველა ობიექტური შეფასება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 20...

შალვა პაპუაშვილი

1760439756

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს

„როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ს...

ირაკლი კობახიძე