შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს
„მე გაკვირვებული ვარ ქალბატონი ნინოს [ჩხობაძე] და ბატონი იაგოს [ხვიჩია] მსჯელობით. ისინი მსჯელობენ ისე, თითქოს ჩვენ ვიყოთ არა 2026 წელში, არამედ ეს იყოს 2023, ან თუნდაც 2024 წელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს.
„მე გაკვირვებული ვარ ქალბატონი ნინოს [ჩხობაძე] და ბატონი იაგოს [ხვიჩია] მსჯელობით. ისინი მსჯელობენ ისე, თითქოს ჩვენ ვიყოთ არა 2026 წელში, არამედ ეს იყოს 2023, ან თუნდაც 2024 წელი. ამიტომ ვთქვი, ეს კანონი გეოპოლიტიკასაც კი წინ უსწრებდა. მე მგონი, ახლა უკვე ცხადად ჩანს, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ. საუბრობენ პარტნიორებზე, გამჭვირვალობასა და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ვხედავთ ჩვენ, რა დაპირისპირებები არის ევროკავშირის შიგნით, ვხედავთ ჩვენს სამყაროში გეოპოლიტიკა როგორ იცვლება და თქვენ მსჯელობთ, თითქოს ახლა იყოს 2023-2024 წელი და ჩვენ ამას ვხედავდით. ამას ჩვენ ვგრძნობდით უკვე 2020-დან მოყოლებული, 2022-ში უკვე გამოჩნდა, რასთან გვქონდა საქმე. ეს კანონი სწორედ იმიტომაც არის გეოპოლიტიკური, რომ ჩანდა, ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა, რომ ეს არის სხვა ქვეყნების და ხალხის მთავრობებზე გავლენების მოპოვების იარაღი და ინსტრუმენტი - უცხოური დაფინანსება და სწორედ ეს იყო, რაც უნდა გამოემჟღავნებინა ამ კანონს. ამიტომ მოდით, თანამედროვეობას შევხედოთ და თვალი გავუსწოროთ, დავინახოთ არა მხოლოდ ხეები, არამედ ტყე, რომელიც ასე ხილული არის უკვე დღესდღეობით“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
1770054712
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრ...
1770052559
ახალი ამბებიზაზა ლომინაძე: 7 500 მედიკამენტზე უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა მოსახლეობას - ვეცდებით, დანარჩენი მედიკამენტებიც მოვაქციოთ ამ ნუსხაში
500 მედიკამენტზე ჩვენ უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა მოსახლეობას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდ...
1770051414
მსოფლიოუკრაინელი დეპუტატების განცხადებით ნატოს გენმდივანი 3 თებერვალს კიევს ეწვევა და უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე 3 თებერვალს კიევს ეწვევა, სადაც ის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატებმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა და ალექსეი გონჩარენკომ განაცხად...
1770050196
ახალი ამბებიპაატა სალია: მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღე...
1770049098
ახალი ამბებიგია ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის
მე არა მგონია, რომ ახალგაზრდები დაირაზმებიან და ყველა მიაჩერდება ტელეეკრანებს, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ ამ დებატებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარი...































