შალვა პაპუაშვილი: გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს, ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ

„გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს. ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება სამყაროში და ეს იწინასწარმეტყველა ამ კანონმა - ამიტომ გაუსწრო წინ გეოპოლიტიკურად იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა.

„ბატონი იაგო [ხვიჩია] საუბრობდა, სუს-ი რისთვის გყავთო. სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ. თუმცა, მეორე მხრივ, გაიხედეთ გარეთ - 2026 წელია, აღარ არის 2022 და 2023 წელი. ისე საუბრობთ, თითქოს ამერიკის ადმინისტრაციას USAID-ი არ დაეხუროს, თითქოს „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსება არ შეწყდა.

თქვენ კითხვა არ გიჩნდებათ? აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ დაფუძნებულ „რადიო თავისუფლებას“, რომელიც ოფიციალური პროპაგანდის ინსტრუმენტი იყო, დაფინანსება შეუწყვიტა ამერიკამ და ვინ აფინანსებს? - ევროპული წყაროები. კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ გადაიბარეს ეს პროპაგანდის ინსტრუმენტი?

შეწყვეტის მიზეზი რა იყო - აშშ-ის გამოცხადებული პოლიტიკა დღეს არის ის, რომ აღიარეს და ამხილეს: ეს იყო სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენა, მათთვის იდეოლოგიების თავს მოხვევა. ამაზე უარი თქვა დღევანდელმა ადმინისტრაციამ და თქვა, რომ მე სხვა გზებით - ინტერესების წინ წაწევით და ინტერესების შეჯერებით - წავწევ წინ ჩემს ამერიკულ ინტერესებს.

რბილი ძალა სხვა არაფერია, ამიტომ ვამბობ - გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს. ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება სამყაროში და ეს იწინასწარმეტყველა ამ კანონმა - ამიტომ გაუსწრო წინ გეოპოლიტიკურად იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770054712

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრ...

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

1770052559

ახალი ამბები

ზაზა ლომინაძე: 7 500 მედიკამენტზე უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა მოსახლეობას - ვეცდებით, დანარჩენი მედიკამენტებიც მოვაქციოთ ამ ნუსხაში

 500 მედიკამენტზე ჩვენ უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა მოსახლეობას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდ...

ზაზა ლომინაძე

1770051414

მსოფლიო

უკრაინელი დეპუტატების განცხადებით ნატოს გენმდივანი 3 თებერვალს კიევს ეწვევა და უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე 3 თებერვალს კიევს ეწვევა, სადაც ის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატებმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა და ალექსეი გონჩარენკომ განაცხად...

უკრაინელი დეპუტატები

1770050196

ახალი ამბები

პაატა სალია: მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღე...

პაატა სალია

1770049098

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის

მე არა მგონია, რომ ახალგაზრდები დაირაზმებიან და ყველა მიაჩერდება ტელეეკრანებს, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ ამ დებატებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარი...

გიორგი ვოლსკი