შალვა პაპუაშვილი: კანონთა წყება და ზოგადად გამჭვირვალობის თემა თავისი არსით წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით

„რას ვხედავთ ჩვენ დღეს? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილი არის, მიდის პირდაპირი ბრძოლა ამა თუ იმ სახელმწიფოს სულისთვის, ანუ მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები არის შესაძლებლობა ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვებისა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში - „დებატები“-  განაცხადა.

მისი თქმით, კანონი, თავისი არსით, წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით.

„ციტატას მოვიყვან: „უცხოური გავლენის არაგამჭვირვალობა აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, უცხოური ჩარევა იწვევს პოლარიზაციას, არჩევნების დამახინჯებას და დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენებას“. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ამონარიდი ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის აქტის, დირექტივის შეფასების დოკუმენტიდან და ასევე, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან. მე დავეთანხმები ერთ მოსაზრებას და ბატონმა იაგომაც იკითხა, თუ რა არის მიზანი? ჩვენ ამას უნდა შევხედოთ არა ვიწრო ხედვით, არამედ ფართო სურათი უნდა დავინახოთ. სინამდვილეში ეს კანონი და კანონთა წყება და ზოგადად გამჭვირვალობის თემა ეს არის არა იმდენად საკითხი ბუღალტრული, თუ „ენჯეო“ საკითხები, არამედ ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი. ეს კანონი თავისი არსით წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით.

რას ვხედავთ ჩვენ დღეს? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილი არის, მიდის პირდაპირი ბრძოლა ამა თუ იმ სახელმწიფოს სულისთვის, ანუ მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები არის შესაძლებლობა ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვებისა. სწორედ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, რომ დაიცვას საკუთარი სახელმწიფო, ხალხი სხვა ქვეყნების გავლენისგან და იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ.

ჩვენ ვხედავდით, ეს ყველა წყება ამ კანონებისა არის რეაქცია იმაზე, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, იქნებოდა ეს უცხოური სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლები, ორგანიზაციები ჩართული იყვნენ სხვადასხვა დონეზე ფაქტობრივად მმართველობის პროცესებში. ჩვენ ვნახეთ, დაახლოებით, ალბათ, 2020 წლიდან მოყოლებული... პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება ეს იყო პირველი სიგნალი იმისა, რომ აღმოჩნდა, რომ უცხოური დაფინანსებით შეიქმნა გარკვეული ქსელი ჯგუფებისა, რომლებიც იყვნენ ლოიალური არა საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, არამედ ლოიალური დამფინანსებლის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770054712

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრ...

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

1770052559

ახალი ამბები

ზაზა ლომინაძე: 7 500 მედიკამენტზე უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა მოსახლეობას - ვეცდებით, დანარჩენი მედიკამენტებიც მოვაქციოთ ამ ნუსხაში

 500 მედიკამენტზე ჩვენ უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა მოსახლეობას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდ...

ზაზა ლომინაძე

1770051414

მსოფლიო

უკრაინელი დეპუტატების განცხადებით ნატოს გენმდივანი 3 თებერვალს კიევს ეწვევა და უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე 3 თებერვალს კიევს ეწვევა, სადაც ის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატებმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა და ალექსეი გონჩარენკომ განაცხად...

უკრაინელი დეპუტატები

1770050196

ახალი ამბები

პაატა სალია: მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღე...

პაატა სალია

1770049098

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის

მე არა მგონია, რომ ახალგაზრდები დაირაზმებიან და ყველა მიაჩერდება ტელეეკრანებს, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ ამ დებატებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარი...

გიორგი ვოლსკი