შალვა პაპუაშვილი: იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის აღიარება არის საშუალება ვილაპარაკოთ მეტი იმაზე, თუ ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ შეგვიძლია ვიყოთ ხვალ

„ქართული ხორბლის აღიარება არის საშუალება, რათა ვილაპარაკოთ მეტი იმაზე, თუ ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ შეგვიძლია ვიყოთ ხვალ. ჩვენს მემკვიდრეობას სჭირდება არა მხოლოდ დაცვა და მოფრთხილება, არამედ მას სჭირდება გამოყენება, ყოფიდან არ გაქრობა, რათა გადავცეთ მომავალ თაობებს. გადავცეთ ცოცხლად, შინაარსიანად, რათა მისი გამოყენებით მათ გაინათონ ის რთული დღეები, რომლის დაძლევაც ყველა თაობას უწევს. იუნესკოს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდი ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა, რომელიც ჯერ კიდევ ელის იუნესკოს ყურადღებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თემაზე - „პური ჩვენი არსობისა“ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე.

„დღეს, ჩვენ მოვისმენთ იმ გრძელი და რთული პროცესის შესახებ, იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველომ ამ სტატუსის მოსაპოვებლად გასწია. ასევე ჩვენს აუდიტორიას და საზოგადოებას გავაცნობთ ამ საპატიო და საამაყო სტატუსის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ძალიან ეფექტურ საშუალებას, ვილაპარაკოთ ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე და იდენტობაზე. მეტიც, ჩვენი ხალხის ისტორიული მიღწევებისა და კაცობრიობის წინაშე დამსახურების ამგვარი საყოველთაო აღიარება გვავალდებულებს, წინ გავიხედოთ და თამამად გავაკეთოთ განაცხადი, თუ კიდევ რა შეიძლება გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ამოუწურავი კულტურული მემკვიდრეობიდან. უაღრესად ხშირი და გავრცელებულია შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ ადამიანს რცხვენია და სათაკილო გადმონაშთად მიაჩნია საკუთარი, მშობლიური კულტურა და შენატრის უცხოს, უცხოურს, სხვის მიღწევებს. ამ პროცესში ზოგიერთი ცდილობს, თავისი გააქროს და დააკნინოს, სხვისი კი განადიდოს და დაიმკვიდროს. ამჯობინებს იყოს ასლი და არა თვითნაბადი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს და სწორედ ქრისტიანობას უკავშირდება ქართველი ერის ისტორია და ყველა ის მემკვიდრეობა, რომელიც ქართველმა ხალხმა ქრისტიანული რელიგიის შთაგონებით შექმნა.

„არაფერია იმაზე უფრო დიდი თვალსაჩინოება ქართველი ხალხის ქრისტიანული მისწრაფებებისა, როგორც საღმრთო ლიტურგიის გადმოტანა ქართულ სუფრაზე და, სადღეგრძელოების, მათი რიგითობის დაცვისა და დალოცვის სახით, ღმერთის დიდების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა და ჩაქსოვა. იმ ფონზე, როცა იუნესკომ პურის და ღვინის ტრადიცია ქართულ მემკვიდრეობად აღიარა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართული სუფრა და პურობა, ეს უნიკალური თვისება, კულტურული ტრადიცია, გახდეს საქართველოს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოსთან კულტურულ და ადამიანურ ურთიერთობებში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხორბლის აღიარების პროცესში ჩართულ ადამიანებს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, უწყებას, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ აღიარების მოპოვება. მეცნიერებს, რომლებმაც აღწერეს და დაასაბუთეს ქართული ხორბლის ტრადიციის უნიკალურობა. კულტურის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რომლებმაც წარმატებით წარმართეს პროცესი იუნესკოსთან და მის წევრებთან, ამ ტრადიციის უნიკალურობის აღიარების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში გამართულ კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები და მცირე მეწარმეები დაესწრნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766757124

ახალი ამბები

ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან

ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის იმ დავალიანებისგან გათავისუფლდებიან, რომელიც მათ 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედოთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს თბილისის სა...

ტაქსი

1766754703

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1766754534

საზოგადოება

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

 საქართველოს პროკურატურამ, მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა...

პროკურატურა

1766752755

საზოგადოება

პრემიერი: ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცე...

ირაკლი კობახიძე

1766751397

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის

 თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტუ...

ირაკლი კირცხალია