საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების ექვს წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამხედროების ღირსება და ვაჟკაცობა ქართველი ხალხის გმირული ისტორიის გაგრძელებაა.

„დღეს განსაკუთრებული და ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზეზით შევიკრიბეთ, რათა სახელმწიფო ჯილდოები გადავცეთ ჩვენს პატრიოტ სამხედროებს.

ძვირფასო სამხედროებო, თქვენი ერთგულება და თავდადება სამშობლოს სამსახურში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტკიცე ფუნდამენტი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტია.

როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და როგორც ამ ქვეყნის შვილი, ღრმა პატივისცემითა და მადლიერებით ქედს ვიხრი თქვენს მიერ გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლის წინაშე.

თქვენ ხართ პროფესიონალიზმის, დისციპლინის, მორალური სიმტკიცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების ცოცხალი მაგალითი. სწორედ თქვენი პასუხისმგებლობისა და სიმამაცის წყალობით ვცხოვრობთ მშვიდობაში, ვვითარდებით და თავდაჯერებით ვუყურებთ საქართველოს მომავალს.

თქვენი ღირსება და ვაჟკაცობა არის ქართველი ხალხის გმირული ისტორიის გაგრძელება, იმ ადამიანების ისტორიისა, რომლებიც თავისუფლებასა და სამშობლოს საკუთარ სიცოცხლეზე წინ აყენებდნენ.

დღეს თქვენ ღირსეულად აგრძელებთ ამ საპატიო გზას. ქვეყნის ერთგულება და საკუთარი ხალხის სამსახური რჩება ჩვენს უმაღლეს ღირებულებად”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯილდო აღიარებასთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თითოეული მათგანის მიმართ გამოხატული მადლიერებაა, იმ მძიმე სამსახურისა და ყოველდღიური, უხილავი გმირობისთვის, რომელიც თავდაცვის ძალების წარმომადგენლების ცხოვრებას ახლავს თან.

„ეს ჯილდო აღიარებასთან ერთად, სახელმწიფოს მადლიერებაა იმ მძიმე სამსახურისა და ყოველდღიური, უხილავი გმირობისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებას თან სდევს.

თქვენ ხართ მაგალითი ახალგაზრდებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. თქვენ ხართ ერთ მუშტად შეკრული ძალა, რომელიც საქართველოს თავისუფლებას, სუვერენიტეტს და ხვალინდელ დღეს იცავს.

ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს და გისურვებთ ძალას, სიმტკიცესა და წარმატებას სამშობლოს სამსახურში. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მისი ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ : საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალს, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალს, ბრიგადის გენერალ როლანდ ძნელაძეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს.

საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მისი ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი გადაეცათ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორს, პოლკოვნიკ ირაკლი ჭითანავას, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარ სერჟანტს გიორგი გოგოჭურს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766761107

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველასთან შეგვიძლია დისკუსია, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეგვიძლია, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, სწორი მიმართულება მივცეთ

ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას ახალგაზრდა თაობაზე. უმნიშვნელოვანესია მათი კარგად ყოფნა, მათი კეთილდღეობა, მათი სწორად განათლება და მათი პირობების გაუმჯობესება იმ კუთხით, რა მიმართულებასაც ისინი აირჩევენ....

ვარლამ ლიპარტელიანი

1766759091

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი, პატრიოტი ახალგაზრდები და გვინდა, მაქსიმალურად გავაღოთ კარი ასეთი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ზუსტად ეს პროცესი იწყება

ახალგაზრდული ყრილობა არის განსაკუთრებული თავისი მნიშვნელობით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, ფუნდამენტურად გავაძლიეროთ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, შევიტანოთ გარდამტეხი ც...

ირაკლი კობახიძე /

1766757124

ახალი ამბები

ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან

ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის იმ დავალიანებისგან გათავისუფლდებიან, რომელიც მათ 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედოთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს თბილისის სა...

ტაქსი

1766754703

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1766754534

საზოგადოება

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

 საქართველოს პროკურატურამ, მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა...

პროკურატურა