ბექა ოდიშარია: გუშინდელმა მოვლენებმაც ცხადად დაგვანახა, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი მცდელობა ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის გადატრიალების და რევანშისტული ძალების მოსვლით, რისი დაშვებაც წარმოუდგენელია

„შესაძლებლობა მომეცა დავსწრებოდი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომას, სადაც, ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა პროფესიული მოსაზრებები გამოგვეთქვა და გაგვეცვალა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, ოპოზიციის თუ პოზიციის წარმომადგენლებთან.

მინდა მივულოცო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტობაზე მესამე ვადით არჩევა. ასევე ვულოცავ ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს, პირველ ვიცე-პრეზიდენტობას“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, თავის გამოსვლაში მიმდინარე წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ გასული წელი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო.

„რეკორდული იყო საქართველოს მოსახლეობის და მისი არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ნაწარმოები ფეიკ კამპანიები.

ამ ყველაფერმა კი მოიტანა არეულობა, რასაც თვალს ვადევნებდით დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ეს არ იყო ისეთი მასშტაბის, რომ დანარჩენი მილიონ-ნახევარი ადამიანისთვის ყოფილიყო საწუხარი, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ხშირად წუხდება კიდეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვნახეთ სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების მცდელობა, რომელიც სამართალდამცველთა გონივრული, შესაბამისი მოქმედებების შედეგად ავიცილეთ თავიდან. გუშინდელმა მოვლენებმაც ცხადად დაგვანახა, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი მცდელობა ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის გადატრიალების და იმ რევანშისტული ძალების მოსვლის, რისი დაშვებაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი ქვეყნის წარმატებებისთვის.

„ვესწრებოდი განათლების რეფორმის პრეზენტაციას და გავეცანი მის არსებით დეტალებს. განათლების სისტემაში პოზიტიური და ძირეული ცვლილებები იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივარი ვარ და წარმატებებს ვუსურვებ განათლების სისტემაში ძირეული რეფორმის გატარებას.

იგეგმება საუკუნის საინვესტიციო პროექტი, რომელსაც თავს ესხმიან ლიბერალ-ფაშისტები. ისინი ცდილობენ ასეთი ინვესტირების უარყოფითად მოხსენიებას, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულად დაატყოს ხელი. ამ პროექტის დაგეგმვისთვის კი დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო პრეზიდენტს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. რომ არა მათდამი ნდობა და მათი ავტორიტეტი, „იგლჰილსი“ საქართველოში არ იქნებოდა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა მივესალმო პრემიერის ბოლო ინიციატივას ქსელურ სავაჭრო ცენტრებში ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ეს თემა განსაკუთრებით მწვავეა თბილისელებისთვის, რადგან მოსახლეობა მთლიანად დამოკიდებულია ქსელურ მარკეტებზე. მე ბიზნესიდან მოვედი პოლიტიკაში და კარგად მესმის საქმიანი წრეების, რომ ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული. თუმცა ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობა და მოსახლეობის დაცულობა მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. მისასალმებელია, რომ ამის ინიციატორი არის „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი, რაც იმის გარანტიაა, რომ შედეგი აუცილებლად დადგება. თითოეულ თბილისელს მინდა მივულოცო დამდეგი შობა და ახალი 2026 წელი და ვუსურვო წარმატებები“, - დასძინა ბექა ოდიშარიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766759091

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი, პატრიოტი ახალგაზრდები და გვინდა, მაქსიმალურად გავაღოთ კარი ასეთი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ზუსტად ეს პროცესი იწყება

ახალგაზრდული ყრილობა არის განსაკუთრებული თავისი მნიშვნელობით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, ფუნდამენტურად გავაძლიეროთ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, შევიტანოთ გარდამტეხი ც...

ირაკლი კობახიძე /

1766757124

ახალი ამბები

ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან

ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის იმ დავალიანებისგან გათავისუფლდებიან, რომელიც მათ 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედოთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს თბილისის სა...

ტაქსი

1766754703

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1766754534

საზოგადოება

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

 საქართველოს პროკურატურამ, მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა...

პროკურატურა

1766752755

საზოგადოება

პრემიერი: ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცე...

ირაკლი კობახიძე