შალვა პაპუაშვილი: მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა

"მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა", – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან.

ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.

დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა.

დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.

და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍პუტინი: არ ვაპირებთ იზოლირებას - რუსეთის იზოლირება ნამდვილად შეუძლებელია

📍იტალია, რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის მისაღებად, საკუთარი ბუნებრივი რესურსების ამუშავებას იწყებს?!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752744435

ახალი ამბები

კახა კალაძე: გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? - დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩე...

კახა კალაძე

1752743574

მსოფლიო

ერაყის სავაჭრო ცენტრში ხანძარს 61 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ კუტში, ახალ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა. არის ბევრი დაშავებული. ასევე არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. ამის შესახებ independent იუწყება. სავაჭრო ცენტრი 5 დღის წინ გ...

ერაყის სავაჭრო ცენტრში ხანძარს 61 ადამიანი ემსხვერპლა

1752743037

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების, ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები, ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, ეს Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგია

„ბიძინა ივანიშვილის სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მასზე ჯერ მ...

 ირაკლი კობახიძე

1752741493

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში, რა უნდა გააკეთოს ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული

„20 ივნისთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის სერიოზული კითხვები, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე“, - ამის შეს...

ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია

1752740899

ახალი ამბები

პრემიერი: კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, ეს გააკეთონ გამჭვირვალედ, მნიშვნელოვანია, მოვისმინით ბრიუსელიდან არგუმენტები

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე