შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ
საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება,’’- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც.
„საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.
ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს:
1. ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან
2. BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა,
• ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“
• ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ
• ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია
• ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში.
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენ ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ.
თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი (ოფკომს) მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს.
საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას,’’- განაცხადა პაპუაშვილმა.
1768480781
მსოფლიოBloomberg: ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებს და ალტერნატიულ ბაზრებს ეძებს
ინდოეთი თანდათან ამცირებს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვებს აშშ-ს მხრიდან მეორადი სანქციების შიშის გამო და თანდათან ეძებს ალტერნატიულ ბაზრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნ...
1768480634
ახალი ამბებიგუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...
1768479227
მსოფლიოაშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის სანაპიროსთან ავიამზიდი Abraham Lincoln და ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა. ამის შესახებ News Nation იუწყება. მანამდე ეს შენაერთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმყოფებოდა. საბრძოლო ხომა...
1768478211
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ არ გვინდა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მომენტი დადგება, იქ დაგხვდეს ღირებულება დაკარგული, ევროპულ იდეებს აცდენილი გარემო და ინსტიტუციები
ჩვენ გვინდა ევროკავშირში დაგვხვდეს ჭეშმარიტად ევროპული ინსტიტუციები და ამიტომ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ - უპირველეს ყოვლისა, სიტყვით, შენიშვნით, კრიტიკით, მხილებით, სწორედ ჩვენი ევროპული მომავ...
1768478097
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით...






























