პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 49.97 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. მანვე ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა) და 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768479496

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ

საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბ...

შალვა პაპუაშვილი

1768479227

მსოფლიო

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის სანაპიროსთან ავიამზიდი Abraham Lincoln და ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა. ამის შესახებ News Nation იუწყება. მანამდე ეს შენაერთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმყოფებოდა. საბრძოლო ხომა...

 ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა

1768478211

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ არ გვინდა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მომენტი დადგება, იქ დაგხვდეს ღირებულება დაკარგული, ევროპულ იდეებს აცდენილი გარემო და ინსტიტუციები

ჩვენ გვინდა ევროკავშირში დაგვხვდეს ჭეშმარიტად ევროპული ინსტიტუციები და ამიტომ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ - უპირველეს ყოვლისა, სიტყვით, შენიშვნით, კრიტიკით, მხილებით, სწორედ ჩვენი ევროპული მომავ...

შალვა პაპუაშვილი

1768476861

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, არსებითად, მხოლოდ გარიგების დადება რჩება

უკრაინაში კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ომის დასრულების საბოლოო ნაბიჯები ყველაზე რთული იქნება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა გ...

 მეთიუ უიტაკერმ

1768475878

ახალი ამბები

პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას, თანაგრძნობასაც არ იმსახურებს პარტია, რომლის გენეტიკურ კოდში, საძირკველში ჩადებულია ღალატი

რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის პასუხად, თუ რას უპ...

შალვა პაპუაშვილი