შალვა პაპუაშვილი: ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ არ გვინდა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მომენტი დადგება, იქ დაგხვდეს ღირებულება დაკარგული, ევროპულ იდეებს აცდენილი გარემო და ინსტიტუციები

ჩვენ გვინდა ევროკავშირში დაგვხვდეს ჭეშმარიტად ევროპული ინსტიტუციები და ამიტომ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ - უპირველეს ყოვლისა, სიტყვით, შენიშვნით, კრიტიკით, მხილებით, სწორედ ჩვენი ევროპული მომავლის მიზნებიდან გამომდინარე, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მათი კრიტიკა არ უკავშირდება ევროპას, ევროკავშირს ან დასავლეთს, არამედ უკავშირდება ბრიუსელის ბიუროკრატიას.

„რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რასაც ჩვენ ვაკრიტიკებთ და რაც არის ჩვენი უფლება, ეს გახლავთ ბრიუსელის ბიუროკრატია - ევროკავშირის ხელმძღვანელობა. მგონი, დღეს ბევრი გვეთანხმება, ამ კრიტიკის დასაბუთებულობაში. რაც მთავარია, გვეთანხმება აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც ჩვენზე უფრო მკაფიო, ღია და პირდაპირია ამ კრიტიკაში. ცივილიზაციური უფსკრულისკენ რომ მიექანება, ეს აშშ-ის ადმინისტრაციამ თქვა. ასე, რომ ამაზე მეტი რა კრიტიკა უნდა მოისმინოს დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ. ამიტომ, ჩვენი კრიტიკა არ უკავშირდება ევროპას, ევროკავშირს, დასავლეთს, პირიქით! ჩვენ ნაწილი ვართ ამ ცივილიზაციის და უფრო მეტიც, ჩვენ ამ ცივილიზაციის თანაშემოქმედი ვართ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც სხვა კონტინენტზე არსებულ ცივილიზაციაზე.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ ცივილიზაციაზე, რომელიც ჩვენ შევქმენით. ამიტომ, ჩვენ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ ამაში, რომ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედები ჩვენ ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა ამ ცივილიზაციას ანგრევს და მისი ღირებულებების ძირითად ღერძს აცლის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ. როგორ ვატყობთ, ბრიუსელის ბიუროკრატიის მთავარი მიზანი ესაა, რომ გაგვაჩუმონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის კრიტიკა და როდესაც კრიტიკაზე საუბრობენ, რომ რიტორიკა შეასწორონ, ეს გულისხმობს, რომ მათი გაჩუმება სურთ. პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც ისინი გაჩუმებას არ აპირებენ.

„ჩვენ, ქართველი ხალხი ვართ ევროპის თანაშემოქმედები. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელს და ევროპა სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნება და ეს არის ევროპული ცივილიზაცია - ქრისტიანული ღირებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაცია. ამიტომ, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, ეს ცივილიზაცია მართლაც უფსკრულში არ გადავარდეს ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის წყალობით.

ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ არ გვინდა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მომენტი დადგება, იქ დაგვხვდეს ღირებულება დაკარგული, ევროპულ იდეებს აცდენილი გარემო და ინსტიტუციები. ჩვენ გვინდა იქ დაგვხვდეს ჭეშმარიტად ევროპული ინსტიტუციები და ამიტომ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ - უპირველეს ყოვლისა, სიტყვით, შენიშვნით, კრიტიკით, მხილებით, სწორედ ჩვენი ევროპული მომავლის მიზნებიდან გამომდინარე, რომ გვქონდეს, რასაც ვესწრაფვით. ჩვენ არ ვესწრაფვით იმ ღირებულებებს, რომელსაც დღეს უკვე დღევანდელი ბიუროკრატია განასახიერებს, რომელიც აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, ევროპელი ხალხის ინტერესებს. ამ ბიუროკრატიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ ღირებულებითი თანხვედრა არ გვაქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ ბიუროკრატიამ ან შეცვალოს თავისი პოლიტიკა, ან შეიცვალოს თავად ეს ბიუროკრატია და მოვიდეს ის პოლიტიკური ჯგუფები, ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი ევროპელი პატრიოტები არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768479496

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ

საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბ...

შალვა პაპუაშვილი

1768479227

მსოფლიო

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის სანაპიროსთან ავიამზიდი Abraham Lincoln და ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა. ამის შესახებ News Nation იუწყება. მანამდე ეს შენაერთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმყოფებოდა. საბრძოლო ხომა...

 ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა

1768478097

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით...

პროკურატურა

1768476861

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, არსებითად, მხოლოდ გარიგების დადება რჩება

უკრაინაში კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ომის დასრულების საბოლოო ნაბიჯები ყველაზე რთული იქნება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა გ...

 მეთიუ უიტაკერმ

1768475878

ახალი ამბები

პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას, თანაგრძნობასაც არ იმსახურებს პარტია, რომლის გენეტიკურ კოდში, საძირკველში ჩადებულია ღალატი

რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის პასუხად, თუ რას უპ...

შალვა პაპუაშვილი