შალვა პაპუაშვილი: ყველამ უნდა გაიაზროს, რა ბედი ელოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ

„საქართველო გამზადებული იყო, რომ მეორე ფრონტის როლი ეთამაშა და ევროკავშირის დაცვისთვის ხარჯთეფექტური ყოფილიყო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯთეფექტური გზა არის.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანი არის საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის ასე პირდაპირ და უტიფრად საუბარი.

„უკრაინას უყურებენ, როგორც საკუთარ თავდაცვის ხაზს. არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის თავდაცვის ხაზი ევროპის ქვეყნებისთვის. კი ხარჯთეფექტური, რადგან თავად არ უწევთ ბრძოლა, არ იღვრება გერმანელების, ფრანგებისა და ლიეტუველების სისხლი, იღვრება უკრაინელების სისხლი, რათა ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანი არის საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის ასეთი ტონით, ასე პირდაპირ და უტიფრად საუბარი, რომ უკრაინა გამოიყენება ევროკავშირის იაფად დასაცავად.

კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს ყველამ, რა ბედი ელოდა საქართველოს, პარლამენტსა და ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. გაუხარდებოდათ კიდეც, წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. სხვა რამე კი არ თქვა ზურა ჯაფარიძემ, რაღაცით დავეხმაროთ ჩვენცო, ერთ 20 000 ჯარისკაც ხომ მაინც შევაკავებთო, ბრძოლით ხომ შევაკავებთ და ვეღარ მოიცლის იქ საბრძოლველადო.

ამისთვის იყვნენ მზად, ამისთვის იყო გამზადებული საქართველო. ამისთვის იყო მცდელობა 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბებისა, ამისთვის იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა და შემოპარება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში. საბოლოო ჯამში საქართველოს უნდა ეთამაშა მეორე ფრონტის როლი, რომ ხარჯთეფექტური ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და ჩვენ აქ გვეომა, გაგვეჩერებინა რუსი ჯარისკაცები, როცა სხვები სემინარებზე და დისკუსიებზე დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე. ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789805564

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში

19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ზუგდიდშიც წვიმაა მოს...

ამინდი ამინდი

1789804509

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა

დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევ...

ირაკლი კობახიძე

1789803393

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

„მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექ...

ირაკლი კობახიძე

1789803346

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე...

ირაკლი კობახიძე

1789802088

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვი...

ცოტნე ანანიძე