სკოტ ბესენტი: აშშ გასცემს 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გასცემს დროებით, 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.

აშშ-ის ხაზინის მდივნის თქმით, ეს ნაბიჯი გლობალური ბაზრების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს.

„ეს გახანგრძლივება დამატებით მოქნილობას უზრუნველყოფს და ჩვენ ვიმუშავებთ ამ ქვეყნებთან, რათა საჭიროებისამებრ გავცეთ კონკრეტული ლიცენზიები. ეს ზოგადი ლიცენზია ხელს შეუწყობს ნედლი ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს ნავთობის მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ენერგეტიკულად ყველაზე მოწყვლადნი არიან.

ეს ასევე დაეხმარება არსებული მიწოდების გადამისამართებას იმ ქვეყნებისკენ, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რაც შეამცირებს ჩინეთის შესაძლებლობას, დააგროვოს ფასდაკლებული ნავთობის მარაგები“, - აღნიშნა სკოტ ბესენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779122258

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდ...

საქართველოს პრეზიდენტი

1779120037

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება

ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა, რაც ქვეყნის ურბანული განვითარების ხედვებისა და რეგიონული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წ...

მაკა ბოჭორიშვილ

1779118906

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს

„აზერბაიჯანთან გავაფორმეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების პაკეტი, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლ...

მარიამ ქვრივიშვილი

1779117924

ახალი ამბები

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

პროკურატურა

1779116253

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის

„ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელი...

მარიამ ქვრივიშვილი