თენგიზ შარმანაშვილი: პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ალბათ ბრიუსელიდან მოუვიდა, არ მგონია, ეს ყველაფერი თავად ეთქვა, ვიცით, მისი უფროსია კაია კალასი
ყველაფრის „გაპრავება“ შეიძლება? მერე რა, რომ ჩვენი ოპონენტები არიან, ეს ხომ მათი ქვეყანაცაა? პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოში სამოქალაქო ომის პერსპექტივაზე ისაუბრა და არ უნდა აწუხებდეთ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკის ალბათ გზავნილი ბრიუსელიდან მოუვიდა, ათქმევინეს.
„პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ალბათ ბრიუსელიდან მოუვიდა. არ მგონია, ეს ყველაფერი თავად ეთქვა, ათქმევინეს. ვიცით, მისი უფროსი ვინცაა, კაია კალასი. ალბათ, ეს „გენიალური აზრი“ იქ მომწიფდა. რა თქმა უნდა, მისთვის უნდა განმარტებულიყო, რომ საქართველოსთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ასეთი ტერმინებით საუბარი დაუშვებელია ისევე, როგორც საშინაო საქმეებში ჩარევა. ამ ადამიანს ასეთ რაღაცას პირველად არ აკეთებინებენ.
არჩევნების წინ ღიად გამოხატა, ქართველ ხალხს ხმა ვისთვის უნდა მიეცა. ვენის კონვენციიდან გამომდინარე ეს მიუღებელია. ყველაფერი დაგროვდა და მას საგარეო უწყებაში სასაუბროდ დაუძახეს.
გულუბრყვილო არ ვართ და არ გვგონია, დაბარება ფუნდამენტურ გარდატეხვას გამოიწვევდა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ზღვარგადასული განცხადებების შემდეგ, მინიმალური ნაბიჯი, რომ დაიბარო და პოზიცია გააცნო, გასაკეთებელი იყო და გავაკეთეთ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1777369845
ახალი ამბებიგრეტა წიწავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხალხი კეთილდღეობაზე - ეს ყველაფერი საქმით დადასტურებულია, ხოლო უსამშობლო რადიკალების „სეზონური ალიანსებისთვის“ თუ „თემატური გაერთიანებებისთვის“, ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას!
„მინდა შევეხო რადიკალური ოპოზიციის სეზონურ გაერთიანებას და მათ მიერ დაანონსებულ ლიმიტირებულ შეხვედრებს კარდაკარ თუ სოფელ-სოფელ, რომელიც მორიგი დავალებაა მათი გარე უფროსების მხრიდან. ბოლო ორ არჩევნებს...
1777366826
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის მეფე აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ვიზიტი აშშ-სა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების აღსანიშნად იმართება. დონალდ და მელანი...
1777365626
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძის შესახებ: მთავარი წარმატებები წინაა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის საქმიანობას დადებითად აფასებს და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რა...
1777364383
მსოფლიოინდონეზიაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის ქალაქ ბეკასში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა. ამის შესახებ aljazeera იუწყება. თავიდან ელექტრომატარებელი ავტომობილს დაეჯახა, რომელიც ლიანდაგზე აღმოჩნდა, შ...
1777363962
ახალი ამბებისაპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შ...































